---
title: "პორტფოლიო | კავკასიის მედიცინის ცენტრი | Connect.ge"
description: "უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალის ციფრული რენოვაციაკავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტაციის მფლობელი, უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც 200-ზე"
canonical_url: "https://connect.ge/ge/portfolio/365-caucasus-medical-centre"
locale: ge
meta:
  author: website
  "og:description": "უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალის ციფრული რენოვაციაკავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტაციის მფლობელი, უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც 200-ზე"
  "og:image": "https://app.connect.ge/static/media/202505054938-cover-cmc-eng.webp"
  "og:image:alt": "პორტფოლიო | კავკასიის მედიცინის ცენტრი | Connect.ge"
  "og:image:height": "261"
  "og:image:width": "500"
  "og:title": "პორტფოლიო | კავკასიის მედიცინის ცენტრი | Connect.ge"
---

> Index of every page on this site: [llms.txt](https://connect.ge/llms.txt)

![კავკასიის მედიცინის ცენტრი](https://app.connect.ge/static/media/202505054831-cmc-logo-en.webp)

# კავკასიის მედიცინის ცენტრი

![ვებსაიტის დამზადება - კავკასიის მედიცინის ცენტრი](https://connect.ge/_ipx/w_510&q_100/https://app.connect.ge/static/media/202505200317-202505022010-cmc1.webp)

![ვებსაიტის დიზაინი - კავკასიის მედიცინის ცენტრი](https://connect.ge/_ipx/w_510&q_100/https://app.connect.ge/static/media/202505022010-cmc2.webp)

![ციფრული სერვისები - კავკასიის მედიცინის ცენტრი](https://connect.ge/_ipx/w_510&q_100/https://app.connect.ge/static/media/202505022009-cmc3.webp)

პარტნიორი

### კავკასიის მედიცინის ცენტრი

[იხილეთ საიტი](https://cmchospital.ge/)

## დამკვეთი: კავკასიის მედიცინის ცენტრი

- ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)
- ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
- ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)
- ვებ გვერდის მხარდაჭერა (Web Support)
- ვებ სერვერის მხარდაჭერა (VPS Support)

![საიტის შექმნა - კავკასიის მედიცინის ცენტრი](https://connect.ge/_ipx/w_1905&q_100/https://app.connect.ge/static/media/202505055124-2-cover-eng.webp)

**უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალის ციფრული რენოვაცია**  
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტაციის მფლობელი, უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც 200-ზე მეტ სამედიცინო სერვისს, ყოველწლიურად, 100 000-ზე მეტ პაციენტს აწვდის. კომპანიის ვებ-გვერდის სრულყოფილ განახლებაზე, CONNECT-ის გუნდმა იმუშავა.

 

**განახლებული ვებსაიტი და ახალი სტანდარტი ჯანდაცვის სექტორში **

თანამედროვე, დახვეწილი ვებსაიტი CMChospital.ge მომხმარებლის საჭიროებებს იდეალურად პასუხობს. გათვალისწინებულია ყველა ის ინტერესი, რომელიც პაციენტსა და ჰოსპიტალს შორის არსებულ ურთიერთობაში ჩნდება.

 

**რა შესაძლებლობებს სთავაზობს ვებსაიტი მომხმარებელს?**  
კავკასიის მედიცინის ცენტრის  ვებსაიტი არა მხოლოდ ინფორმაციულია, არამედ ესაა ფუნქციური პლატფორმა, სადაც:

 

- **მომხმარებელს პერსონალურ კაბინეტზე აქვს წვდომა, **სადაც შეუძლია საკუთარი პროფილი შექმნას, მართოს ჯანდაცვის სერვისები და მარტივად აკონტროლოს ჯანმრთელობასთან** დაკავშირებული პროცესები.**
- **შეუძლია ონლაინ დაჯავშნოს ვიზიტი,  **აირჩიოს ექიმი, ვიზიტის დრო და მომსახურების ტიპი**.**
- **მომხმარებელი დეტალურად ეცნობა სერვისებს და სამედიცინო პროგრამების შესახებ ინფორმაციას.** ასევე ნახავთ სამედიცინო პერსონალის პროფილებს.
- **მონაცემები საიმედოდაა დაცული **– უსაფრთხო და კონფიდენციალური პლატფორმა უზრუნველყოფს, მომხმარებლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, პერსონალურ მონაცემთა დაცვას.

 

**თანამედროვე, სწრაფი და ინტერაქტიული ვებსაიტი**

კავკასიის მედიცინის ცენტრის ვებსაიტის განახლებისთვის გამოვიყენეთ PHP/Laravel და JavaScript/Vue.js, რათა პლატფორმა გამორჩეულად ფუნქციური და ტექნიკურად სრულყოფილი ყოფილიყო.  
 

ამ ტექნოლოგიებით უზრუნველვყავით:

 

- **სისწრაფე **– უფრო სწრაფი ჩატვირთვის დრო, მომხმარებლის კომფორტისთვის.
- **სანდოობა** – მყარი სისტემები, რომლებიც მომხმარებლის ურთიერთქმედებას შეუფერხებლად** მართავს.**
- **სიმარტივე** – ინტუიციური ინტერფეისი, რომელიც საიტზე ნავიგაციას ამარტივებს.  
  ** **

**დიზაინი, რომელიც ნდობას აძლიერებს და მომხმარებელს იზიდავს**

Connect-ის ვებ დიზაინერების ჯგუფმა შეიმუშავა ვიზუალური სტილი, რომელიც ხაზს უსვამს ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებს და CMC-ის ბრენდის იდენტობას.  
 

- **დამამშვიდებელი ფერები **– თბილი და ნეიტრალური ტონები, რომლებიც ნდობას და ზრუნვის შეგრძნებას აღვივებს.
- **ინტუიციური ნავიგაცია** – ყველა მნიშვნელოვანი სექცია მარტივად ხელმისაწვდომია, რაც მომხმარებლისთვის კომფორტულ გამოცდილებას ქმნის.
- **მობილური ოპტიმიზაცია **– ვებსაიტი სრულად ადაპტირებულია ყველა მოწყობილობაზე, რაც მის გამოყენებას მოსახერხებელს ხდის, როგორც კომპიუტერზე  – ისე სმარტფონზე.
- **ვიზუალური კომუნიკაცია** – ვიზუალურად დახვეწილი ბანერები და სექციები მომხმარებლებს საჭირო ინფორმაციას მარტივად აწვდიან.  
  ** **

**რატომ უნდა აირჩიოთ CONNECT?** 

თუ გსურთ თანამედროვე, ინოვაციური და ეფექტური ინტერნეტ პლატფორმის შექმნა, Connect-ის გამოცდილი გუნდი, თექვსმეტწლიანი გამოცდილებით, თქვენთვის იდეალურ მომავალ პარტნიორს წარმოადგენს. 

 

თუ ვებსაიტის დამზადება ან უკვე არსებული საიტის განახლება გსურთ,  [**<u>მოგვწერეთ</u>**](https://connect.ge/ge/contact-us) ან დაგვირეკეთ 📞** 032 2 47 07 70**

 

**ერთად ვაქციოთ თქვენი იდეები რეალობად!**

 

## მსგავსი პროექტები

[იხილეთ მეტი](https://connect.ge/ge/portfolio)

```json
{
          "@context": "https://schema.org",
          "@type": "WebPage",
          "@id": "https://connect.ge/ge/portfolio/365-caucasus-medical-centre",
          "name": "კავკასიის მედიცინის ცენტრი",
          "description": "უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალის ციფრული რენოვაციაკავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტაციის მფლობელი, უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც 200-ზე",
          "primaryImageOfPage": {
            "@type": "ImageObject",
            "url": "https://app.connect.ge/static/media/202505054938-cover-cmc-eng.webp"
          },
          "datePublished": "2025-05-02 17:21:27",
          "dateModified": "2025-05-05 16:36:21",
          "author": {
            "@type": "Organization",
            "name": "Connect.Ge",
            "@id": "https://connect.ge/ge",
            "logo": {
              "@type": "ImageObject",
              "url": "https://connect.ge/logo.svg"
            }
          },
          "publisher": {
            "@type": "Organization",
            "name": "Connect.Ge",
            "@id": "https://connect.ge/ge",
            "logo": {
              "@type": "ImageObject",
              "url": "https://connect.ge/logo.svg"
            }
          },
          "isPartOf": {
            "@type": "WebSite",
            "name": "Connect.Ge",
            "@id": "https://connect.ge/ge",
            "url": "https://cmchospital.ge/"
          }
        }
```

```json
{
          "@context": "https://schema.org/",
          "@type": "BreadcrumbList",
          "itemListElement": [
            {
              "@type": "ListItem",
              "position": 1,
              "name": "მთავარი",
              "item": "https://connect.ge/ge"
            },
            {
              "@type": "ListItem",
              "position": 2,
              "name": "პორტფოლიო",
              "item": "https://connect.ge/ge/portfolio"
            },
            {
              "@type": "ListItem",
              "position": 3,
              "name": "კავკასიის მედიცინის ცენტრი",
              "item": "https://connect.ge/ge/portfolio/365-caucasus-medical-centre"
            }
          ]
        }
```

## Sitemap

See the full [sitemap](https://connect.ge/sitemap.md) for all pages.
