---
title: "გრაფიკული დიზაინი | Connect.ge"
description: "გრაფიკული დიზაინი მხოლოდ ლამაზი გამოსახულებები არაა – ესაა ბრენდის ხმა, რომელიც ვიზუალური კომუნიკაციის მეშვეობით – მომხმარებლამდე აღწევს. ჩვენ ვიცით, რომ თითოეუ"
canonical_url: "https://connect.ge/ge/services/338-grafikuli-dizaini"
locale: ge
meta:
  author: website
  "og:description": "გრაფიკული დიზაინი მხოლოდ ლამაზი გამოსახულებები არაა – ესაა ბრენდის ხმა, რომელიც ვიზუალური კომუნიკაციის მეშვეობით – მომხმარებლამდე აღწევს. ჩვენ ვიცით, რომ თითოეუ"
  "og:image": "https://app.connect.ge/static/desktop/media/202412232446-graphic-design-connect-2.webp"
  "og:image:alt": "გრაფიკული დიზაინი | Connect.ge"
  "og:image:height": "261"
  "og:image:width": "500"
  "og:title": "გრაფიკული დიზაინი | Connect.ge"
---

> Index of every page on this site: [llms.txt](https://connect.ge/llms.txt)

გრაფიკული დიზაინი მხოლოდ ლამაზი გამოსახულებები არაა – ესაა ბრენდის ხმა, რომელიც ვიზუალური კომუნიკაციის მეშვეობით – მომხმარებლამდე აღწევს. ჩვენ ვიცით, რომ თითოეული ფერი, ფორმა და დეტალი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, CONNECT-ში ამ პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილითა და კრეატიულობით ვუდგებით.

 

###  

### **ჩვენი სერვისი მოიცავს:**

###  

 

**ბრენდინგი და კორპორატიული იდენტობა:** ეს თქვენი ვიზუალური იდენტობის საფუძველია. ჩვენ დაგიმზადებთ უნიკალურ ლოგოს, რომელიც თქვენი კომპანიის ისტორიასა და ღირებულებებს გადმოსცემს. **ვქმნით ბრენდბუქს**  – ბრენდბუქი განსაზღვრავს ლოგოს, ფერების, შრიფტებისა და სხვა გრაფიკული ელემენტების გამოყენების წესებს, რაც თქვენი ბრენდის, ერთიან და შთამბეჭდავ სახეს უზრუნველყოფს.

 

 

**ციფრული დიზაინი:** ციფრულ სამყაროში ძლიერი ვიზუალური მხარე გადამწყვეტია. ჩვენ ვქმნით გრაფიკულ ნამუშევრებს ყველა  შესაძლო ციფრული არხისთვის:

 

- სოციალური მედიის ვიზუალები (პოსტები, სთორები, ქავერები)
- ვებბანერები და ინფოგრაფიკა
- გრაფიკა იმეილ მარკეტინგისთვის

 

 

**პოლიგრაფიული დიზაინი:** ჩვენ თქვენს იდეებს ხელშესახებ, ბეჭდურ მასალებად ვაქცევთ. ვამზადებთ დიზაინს –

 

- სავიზიტო ბარათებისთვის
- ფლაერებისა და ბროშურებისთვის
- კატალოგებისა და მენიუებისთვის
- პოსტერებისა და სერტიფიკატებისთვის

 

 

**შეფუთვის დიზაინი:** პროდუქტის შეფუთვა ხშირად მომხმარებელთან პირველი შეხების წერტილია. ჩვენ ვქმნით მიმზიდველ, ფუნქციურ და დასამახსოვრებელ დიზაინს, რომელიც თქვენს პროდუქტს კონკურენტებისგან აუცილებლად გამოარჩევს.

 

 

**გარე რეკლამის დიზაინი:** დაგეხმარებით, რომ  ქალაქის სივრცეებშიც მიიპყროთ პოტენციური მომხმარებლების ყურადღება. ვმუშაობთ ბილბორდების, ლაითბოქსებისა და სხვა გარე სარეკლამო მასალების დიზაინზე.

 

 

ჩვენთვის ყველა პროექტი – შემოქმედებითი გამოწვევაა. ჩვენი მიზანი არაა, უბრალოდ, ლამაზი დიზაინის შექმნა. ჩვენ ვქმნით ვიზუალურ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს ბიზნესს მიზნების მიღწევაში დაეხმარება – გაზრდის ცნობადობას, მოიპოვებს ნდობას და გაყიდვებს დააჩქარებს.

 

 

ასე რომ, თუ გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, სანდო პარტნიორს ეძებთ –  [<u>მოგვწერეთ</u>](https://connect.ge/ge/contact-us) ან დაგვირეკეთ 📞 032 2 47 07 70

 

 

```json
{
          "@context": "https://schema.org/",
          "@type": "BreadcrumbList",
          "itemListElement": [
            {
              "@type": "ListItem",
              "position": 1,
              "name": "მთავარი",
              "item": "https://connect.ge/ge"
            },
            {
              "@type": "ListItem",
              "position": 2,
              "name": "სერვისები",
              "item": "https://connect.ge/ge/services"
            },
            {
              "@type": "ListItem",
              "position": 3,
              "name": "გრაფიკული დიზაინი",
              "item": "https://connect.ge/ge/services/338-grafikuli-dizaini"
            }
          ]
        }
```

## Sitemap

See the full [sitemap](https://connect.ge/sitemap.md) for all pages.
