---
title: "ვებდიზაინი და დეველოპმენტი | Connect.ge"
description: "ვებსაიტი კომპანიის სანდოობის გაზრდასა და მისი პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. ესაა მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც ა"
canonical_url: "https://connect.ge/ge/services/5-web-development"
locale: ge
meta:
  author: website
  "og:description": "ვებსაიტი კომპანიის სანდოობის გაზრდასა და მისი პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. ესაა მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც ა"
  "og:image": "https://app.connect.ge/static/media/202412263205-web-development-connect.webp"
  "og:image:alt": "ვებდიზაინი და დეველოპმენტი | Connect.ge"
  "og:image:height": "261"
  "og:image:width": "500"
  "og:title": "ვებდიზაინი და დეველოპმენტი | Connect.ge"
---

> Index of every page on this site: [llms.txt](https://connect.ge/llms.txt)

![vebsaitis-damzadeba-dizainit](https://connect.ge/_ipx/w_1905&q_100/https://app.connect.ge/static/media/202412263205-web-development-connect.webp)

 

ვებსაიტი კომპანიის სანდოობის გაზრდასა და მისი პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. ესაა  მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც ახალი კლიენტების მოზიდვაში, გაყიდვების ზრდასა და კონკურენტულ ბაზარზე პოზიციების გამყარებაში გეხმარებათ.

 

ჩვენთან,** CONNECT**-ში, ვებსაიტის დამზადება გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული პროცესია, რომელიც თქვენი მიზნების მისაღწევად დეტალურად სრულდება:  
 

1. **სტრატეგია და დაგეგმვა:** ჩვენ საფუძვლიანად ვეცნობით თქვენს ბიზნესს, დასახულ ამოცანებს და სამიზნე აუდიტორიას.   
    
   - ამ ეტაპზე ვქმნით ტექნიკურ დავალებას, რომელიც მომავალი ვებსაიტის მყარი საფუძველია.  
      
2. **მომხმარებელზე მორგებული დიზაინი (UX/UI):** ვქმნით არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველ, არამედ ინტუიციურ და მარტივად აღსაქმელ დიზაინს. ვზრუნავთ, რომ მომხმარებლის გამოცდილება (UX) უნაკლო, ინტერფეისი (UI) კი – თანამედროვე და ფუნქციური იყოს.  
    
3. **დეველოპომენტი:** ჩვენი დეველოპერები დიზაინს სრულყოფილ ვებსაიტად  აქცევენ. ვწერთ კოდს, ვაკეთებთ ოპტიმიზაციას და უზრუნველვყოფთ მის გამართულ მუშაობას ნებისმიერ მოწყობილობაზე (Responsive Design).  
    
4. **ტესტირება და QA:** გაშვებამდე თქვენი ვებსაიტი მრავალეტაპიან ტესტირებას გადის, რათა ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზი აღმოვფხვრათ და საიტმა სტაბილურად იმუშაოს.  
    
5. **კონტენტი და ძიების ოპტიმიზაცია (On-Page SEO):** ვტვირთავთ საწყის კონტენტს, ვაკეთებთ  [<u>შიდა ოპტიმიზაციას</u>](https://connect.ge/ge/blog/363-rogor-gavaumjobesot-websaitis-pozitsia-sadziebo-sistemebshi) და ვამზადებთ საიტს Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში პოზიციონირებისთვის.  
    
6. **მართვის სისტემის ტრენინგი და მხარდაჭერა:** საიტის ჩაბარების შემდეგ, გიტარებთ ტრენინგს მისი მართვის სისტემის მარტივად გამოსაყენებლად და ყოველთვის მზად ვართ, ტექნიკური მხარდაჭერა გაგიწიოთ.

 

მრავალწლიანმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, ისეთი კომპლექსური პლატფორმები, შეგვექმნა როგორიცაა **JTI Club-ის** საბონუსე სისტემა და **"ანაგის"** კორპორატიული ვებსაიტი. ჩვენი ნამუშევრები **tpmm.ge** და **winehistory.ge** კი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, **Awwwards**-ის მფლობელია, რაც ჩვენი გუნდის კრეატიულობასა და პროფესიონალიზმს ადასტურებს.

 

ამ და სხვა ნამუშევრებს შეგიძლიათ ჩვენს  [<u>პორტფოლიოში</u>](https://connect.ge/ge/portfolio) გაეცნოთ, რათა დარწმუნდეთ ჩვენს გამოცდილებასა და კომპეტენციაში.

 

თუ საიტის დამზადება გაქვთ გადაწყვეტილი, ნებისმიერ დროს  [<u>მოგვწერეთ</u>](https://connect.ge/ge/contact-us)  ან დაგვირეკეთ  📞 **032 2 47 07 70. **

 

ჩვენი გუნდი მუდამ მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.

 

## წარმატებული პროექტები

[იხილეთ ყველა](https://connect.ge/ge/portfolio)

```json
{
          "@context": "https://schema.org/",
          "@type": "BreadcrumbList",
          "itemListElement": [
            {
              "@type": "ListItem",
              "position": 1,
              "name": "მთავარი",
              "item": "https://connect.ge/ge"
            },
            {
              "@type": "ListItem",
              "position": 2,
              "name": "სერვისები",
              "item": "https://connect.ge/ge/services"
            },
            {
              "@type": "ListItem",
              "position": 3,
              "name": "ვებდიზაინი და დეველოპმენტი",
              "item": "https://connect.ge/ge/services/5-web-development"
            }
          ]
        }
```

## Sitemap

See the full [sitemap](https://connect.ge/sitemap.md) for all pages.
