პირად და პროფესიულ ცხოვრებაში ბევრჯერ წავაწყდი საკითხს, რომელიც მკარნახობდა ისეთი დიზაინის ვებ საიტის თუ ვიდეო პროდუქტის შექმნას, როგორიც მოსწონდა ხალხს - ანუ ამ პროდუქტის მომხმარებელს.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი აზრი გაგიზიაროთ, როგორც ვიზუალური პროდუქტის შემქმნელებს, ისე მომხმარებლებს.
ამ ფრაზაზე - „როგორიც მომხმარებელს მოსწონს“ - ყოველთვის მქონდა შინაგანი პროტესტი, რადგან ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ჰქონოდა მომხმარებელს ჩემგან განსხვავებული ხედვა.
ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, დავიწყე ამ პრობლემაზე დაკვირვება და შევეცადე მეპოვა პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც თითქმის ყველა პროექტის შექმნის დროს მებადებოდა.
უფრო გასაგები რომ იყოს, თუ რა გამოცდილების გაზიარება მინდა თქვენთვის, ცოტა ვრცლად განვმარტავ.
ჩემი ცოდნა ძირითადად პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება, რადგან იმ პერიოდში, როდესაც პროფესია ავირჩიე თითქმის არ არსებობდა გამოცდილებებზე დაფუძნებული რაიმე თეორიული რესურსი საქართველოში, ინტერნეტიც კი მაშინ იდგამდა ფეხს, თუმცა დღეს თავისუფლად შეიძლება ასეთ რესურსებზე წვდომა, რაც ძალიან მახარებს.
ალბათ გინახავთ უგემოვნოდ შესრულებული სატელევიზიო ვიდეორგოლი, პოსტერი ან ვებ-საიტი. შესაძლოა, უბრალოდ არ მოგწონებიათ, ან არც კი გიფიქრიათ უნდა მოგწონებოდათ თუ არა, შესაძლოა შეგიფასებიათ და გიპოვიათ კიდეც მიზეზი, თუ რატომ არ მოგეწონათ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს კომპეტენციაზე, თუმცა რეალობა მხოლოდ ერთია: ცუდი ვერასდროს იქნება კარგი და პირიქით.
პრობლემა, რისი ჩვენებაც მინდა სწორედ ეს არის:
აქ იბადება კიდევ ერთი კითხვა - რა შეიძლება იყოს უკეთესი, როცა გემოვნებაზე არ დაობენ?
ვეთანხმები იმ მიდგომას, რომ გემოვნებაზე არ უნდა ვიდავოთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები რაც ქმნის ვიზუალურ ჰარმონიას, ბალანსს, ჩვენს სურვილებთან და ასევე გარემოსთან შესაბამისობას, ანუ რელევანტურობას.
აი ჩემი მთავარი კითხვაც:
ალბათ უკვე გაიფიქრეთ, რომ ორივე მხარე ჩართულია განვითარების პროცესში, თუმცა ვინ არის პირველი?
აქვე ემიჯნება ერთმანეთს შემქნელის და მომხარებლის როლი. დიახ, ეს ორი მხარე ერთობლივად ქმნის სიახლეს, თუმცა მომხმარებელს შექნის ვალდებულება არ აქვს. მისი ერთადერთი ფუნქიაა პროდუქტი მიიღოს ან არ მიიღოს.
გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ნებისმიერი ვიზუალური პროდუქტის შექმნის დროს, უნდა დავაკვირდეთ არა მომხმარებლის გემოვნებას, არამედ მომხმარებლის ქცევას.
მაგალითისთვის დავსვათ მარტივი კითხვა:
ადამიანი, რომელიც მგზავრობს და ჩაუვლის თავმომწონედ ჩადგმულ სარეკლამო ბანერს, რამდენი წამის განმავლობაში შეუძლია მისი აღქმა?
სამწუხარო რეალობაა, რომ დღესაც კი ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა სარეკლამო ბანერზე გადმოცემული ინფორმაციის წაკითხვას ზოგჯერ 3 წუთიც კი არ ყოფნის.
დამეთანხმებით - აქ გემოვნება არაფერ შუაშია. მაშ რატომ გვხვდება ისეთი ვიზუალები, რომლებიც მომხმარებლისთვის არაეფექტურია?!
სწორედ ეს იყო ჩემი პროტესტიც. რა განსაზღვრავს ვიზუალის ტრენდულობას - უგემოვნოდ შესრულებული პროდუქტის სიმრავლე თუ მომხარებლის გემოვნება?
ვიზუალის განსაზღვრა ევალება მათ, ვინც ამ საკითხში კომპეტენტურია, თუმცა კომპეტენცია არ გულისხმობს მხოლოდ რომელიმე დიზაინ პროგრამის ცოდნას. საჭიროა უფრო მეტი ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მიიღებს მას მომხარებელი.
დარწმუნებული ვარ ჩემს მიერ მოყვანილი არგუმენტი თქვენ უკვე არაერთხელ მოგისმენიათ, ამიტომ ეს ის საკითხი არ არის, რისი გაზიარებაც მინდა.
საბედნიეროდ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა მოვიპოვოთ ინფორმაცია მომხმარებლის გამოცდილების შესახებ და შესაძლოა დავრწმუნდეთ, რომ ვქმნით იმ ვიზუალურ პროდუქტს, რომელიც სწორედ მომხმარებლის ინტერესებს პასუხობს, თუმცა ამან კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა.
ინდუსტრია, რომელშიც მე ყველაზე აქტიურად ვმოღვაწეობ გახლავთ ვებ საიტების არქიტექტურა, დიზაინი და მისი ფუნქციონალის შექმნა და მომხმარებლისთვის ოპერირების გამარტივება. მსოფლიოში დაახლოებით 1.5 მილიარდი ვებ გვერდია, რომელთა ვიზუალური სახე თანდათანობით კარგავს ინდივიდუალობას. მომხმარებელს ხომ სწორედ მისთვის ნაცნობი და ჩვეული პროდუქტი მოსწონს, ჰოდა ჩვენც ამას ვაკეთებთ და თითქოს ყველაფერი ნორმაშია...თუმცა ეს ასე არ არის.
გვაქვს უამრავი კვლევა საიტზე შემოსული მომხმარებლის ოპტიკურ ქცევასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს გუტენბერის, Z თუ F დიაგრამა, მაგრამ მგონი საჭიროა დავფიქრდეთ ეს კვლევები რას დაეფუძნა.
წარმოვიდგინოთ თეთრი ეკრანი. შესაძლებელია ცარიელ ეკრანზე ოპტიკური ხედვის სტატისტიკა შევადგინოთ? - მგონი არა. ნებისმიერი სტატისტიკა დგება რაიმე მოცემულობაზე, ამიტომ კარგია მისი ცოდნა და გათვალისწინება, თუმცა მომხარებელი ყოველთვის ღიაა სიახლისთვის და ახალი გამოწვევებისთვის.
აი კიდევ ერთი მაგალითი:
ვინ იფიქრებდა, რომ ტელეფონის გამოყენება, მომხმარებლისთვის უფრო გაამარტივებდა ცხოვრებას? მეტიც, ვინ წარმოიდგენდა რომ ტელეფონის საშუალებით მომხმარებელს შეეძლებოდა, სხვადასხვა ვებ პლატფორმებზე ყოველდღიურად შესულიყო და მათი გამოყენებით ყოველდღიური კომფორტი შეექმნა.
ამას რევოლუცია დავარქვათ, თუ უბრალოდ ჭკვიანი ადამიანების დაკვირვება ხალხის იმ პოტენციალზე, რაც შესაძლოა იმ მომენტისთვის 2%-ც კი არ იყო?
სწორედ ეს არის, რისი თქმაც მინდა.
დღევანდელი განვითარების ტემპი ქმნის შესაძლებლობებს მუდმივად იფიქრო ახალზე და იყო პირველი, ვინც შესთავაზებს მომხმარებელს უკეთესს, ვინც გაუმარტივებს ადამიანებს ცხოვრებას.
რასაკვირველია, უნდა გაითვალისწინო მისი ქცევა, ანატომია, ინტელექტი და ასევე მისცე მას შანსი განავითაროს საკუთარი გამოცდილება.
ასეთი მიდგომა ქმნის ახალ გამოწვევებს, რომლებიც დროსთან ერთად გარდაიქმნებიან ჩვენს განუყოფელ ნაწილებად.
ჩემი დღევანდელი ნარატივი, რომ შევაჯამოთ მინდა დავამატო ორიოდე რჩევა.