15.06.2018
უკვე ყველასთვის აღიარებული ფაქტია, რომ საქართველოში სტარტაპების ბუმია. ქართველი ადამიანი სულით თავისუფალი და დამოუკიდებელი არსებაა, რომლისთვისაც რუტინულ საქმიანობაზე მეტად დაგეგმვა-განხორციელებისკენ აქვს სწრაფვა. სახელმწიფომ და ბიზნეს სექტორმაც სწორად შეაფასა ეს ტენდენცია და თითოეული კომპანიისთვის ერთგვარი ვალდებულებაც კი გახდა სტარტაპ პროგრამების მხარდაჭერა. კონექტისთვისაც ასეთივე საამაყო ფაქტი იყო, რომ მოგვეცა საშუალება, პირველ რიგში გაგვეცნო ისეთი საინტერესო სტუდენტები, როგორიც 8 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვნახეთ, და შემდეგ უკვე დაგვეჯილდოვებინა ჩვენი რჩეული პროექტი.
ღონისძიებაზე BTU საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებმა საკუთარი სტარტაპები მსხვილ კომპანიებსა და პოტენციურ პარტნიორებს წარუდგინეს. პრეზენტაციით 35-მდე ჯგუფი წარსდგა და თითოეულ გუნდს ქონდა რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული ახალი იდეა, რომელიც ზოგ შემთხვევაში დამუშავებას საჭიროებდა, ზოგ შემთხვევაში კი, პროექტის განსახორციელებელი თანხების მობილიზებას.
კონექტმა 4 ფავორიტი გუნდი დაასახელა, ესენი იყვნენ:
- • All Around Georgia- საქართველოს გარშემო მოგზაურებისა და გიდების დაკავშირების პლათფორმა
- • Fainder- უძრავი ქონების ბაზების პლათფორმა.
- • ClassIQ- სერთიფიკატირებული ვიდეო გაკვეთილები, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს დახელოვნდეს ამა თუ იმ სპეციალობაში.
- • Areal- აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელსა და მუზეუმს შორის ამყარებს ინტერაქციას და სამუზეუმო ექსპონატებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
ხოლო ჩვენი მთავარი პრიზი - 2000 ლარიანი მომსახურება, გადავეცით ჩვენთვის, როგორც ფროდაქშენ ჯგუფისთვის, ყველაზე საინტერესო პროექტს- ClassIQ-ს. ამ გუნდის სასწავლო პლათფორმას ნამდვილად გამოადგება დიდი მოცულობის, ხარისხიანი ვირტუალური სივრცე.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტს, რომ კონექტიც გახადეს ამ ღონისძიების პარტნიორი და ამ ახალგაზრდების სტიმულირების ერთ-ერთი ხელშემწყობი. არ შეიძლება არ გჯეროდეს ამ თაობის, როცა მათ თვალებში ამხელა ენთუზიაზმს და განვითარებისკენ სწრაფვას ხედავ!