CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ჩვენ მსოფლიოს ვჭირდებით, ანუ გლობალიზაცია ქართულად

ჩვენ მსოფლიოს ვჭირდებით, ანუ გლობალიზაცია ქართულად
04.07.2017
ყოველდღიურობა ამტკიცებს, რომ მსოფლიო ინტერნეტიზაცია აყვავების ფაზაშია და საქმიანობის სფეროები, რომლებიც ჯერ არ გადასულან ონლაინში, ჩავთვალოთ რომ, არც ვითარდებიან. ხოლო რაც არ ვითარდება, ის ვერც ინარჩუნებს თავის ადგილს მსოფლიო ბაზარზე.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლის გლობალურმა ჩართულობამ (ზოგი ამას მიჯაჭვულობასაც არქმევს) გამოიწვია ვებ საიტებზე მოთხოვნის ბუმი მსოფლიოს მაშტაბით. სოციალური ქსელიდან საკუთარ საიტზე მომხმარებლის გადმოყვანა ყველა პროგრესულად მოაზროვნე ბრენდის პირველად ამოცანად იქცა. მათთვისაც კი ვისაც უკვე გააჩნდა საკუთარი საიტი, დადგა მისი გამოცვლის ან დახვეწის აუცილებლობა, რადგან საიტებმა დაკარგეს მხოლოდ კომპანიის პრეზენტაცირების ფუნქცია და შეიძინეს მომხმარებელთან ურთიერთობის, მარტივი კომუნიკაციის, არჩევის, შესყიდვის და ინტერაქტივის შესაძლებლობები.

მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია ისეთი პლათფორმების შექმნა, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაპოვნინებთ თქვენს ბიუჯეტზე და მოთხოვნებზე მორგებულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც შექმნიან ბრენდინგს, დაგიმზადებენ საიტს, ვიდეო რგოლებს. მოკლედ, თქვენ მხოლოდ თქვენი დეტალური მოთხოვნების ერთ საიტზე გენერირება გევალებათ, შემდეგ კი შეგიძლით აარჩიოთ მისი შემსრულებელი ათასობით პროფესიონალთა შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ერთ-ერთი პირველი ფროდაქშენ ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გავიდა, „კონექტია“. გარდა ფინანსური მოტივაციისა, კომპანიას ჰქონდა სურვილი საკუთარი ძალები გამოეცადა უცხოურ ბაზარზე და დიდი მასშტაბის კომპანიებთან თანამშრომლობით კიდევ უფრო აეწია კომპანიაში დამკვიდრებული ხარისხის სტანდარტი. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და დღეს კომპანიის ყოველი მეხუთე პროექტი უკვე უცხოურ დაკვეთას წარმოადგენს. გლობალურ პლათფორმებზე მთავარი, რაც აინტერესებთ შემსრულებლისგან, ხარისხი და კონკურენტული ფასის მიწოდებაა. ამგვარ ურთიერთობას კიდევ ერთი დადებითი მხარე გააჩნია: დამკვეთი, რომელიც შესრულებული სამუშაოთი და შემსრულებელთან გამჭირვალე ურთიერთობით კმაყოფილია, პლათფორმის გარეშეც აგრძელებს მასთან ურთიერთობას. ამის მაგალითია, ჩვენთვის ერთ-ერთი ავსტრალიური კომპანია, რომელთანაც რებრენდინგით დავიწყეთ ურთიერთობა და დღესდღეისობით ნებისმიერი ვიზუალი, რომელიც ამ კომპანიას სჭირდება, „კონექტში“ მზადდება.

საერთაშორისო ბაზარზე გასვლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კონექტში დამკვიდრებული მიდგომა თანამშრომლებსა და შესრულებულ დავალებასთან აბსოლუტურად სწორი და გამართლებულია. კერძოდ, ეს არის მზაობა, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანთან, რომელსაც ცოდნის გაღრმავების და საქმის ხარისხიანად კეთების სურვილი აქვს. მიუხედავად მისი ასაკის და გამოცდილებისა. უცხოელი დამკვეთისთვის საბოლოო პროდუქტია მნიშვნელოვანი, და არა ის თუ ვინ ქმნის მას, ან რამდენად ცნობილია იგი კერძო ბაზარზე.

მიუხედავად მსოფლიოში პოპულარული ვებ პლათფორმების ფუნქციების და წესების დიდი სხვაობისა, ყველა მათგანი გლობალიზაციის პლათფორმად შეიძლება ჩაითვალოს. ისინი გვაძლევენ თვითრეალიზაციის, განვითარების, უცხო კულტურასთან ინტეგრაციის და ფინანსურ საშუალებებს. ჩვენგან კი მსოფლიო ელოდება მონდომებას, ვადებზე ორიენტირებულობას, ურთიერთობის გამჭვირვალობას და რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქტის შექმნას მისაღებ ფასად!

საერთაშორისო ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ინტერვიუები "კონექტის" დირექტორ დავით რიკიაშვილთან: