CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

„კონექტი“- სტუდენტების კავშირი მომავალთან

„კონექტი“- სტუდენტების კავშირი მომავალთან
01.09.2016
“ჩემი საყვარელი ფრაზა ეკუთვნის ლეგენდარულ ჰოკეისტს უეინ
გრეცკის: მე ყოველთვის იქით მივსრიალებდი, სადაც ჰოკეის ბურთი
იქნებოდა რამოდენიმე წამის შემდეგ და არა იქით, სადაც იმ მომენტში იყო.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით ამის კეთებას ეფლის არსებობის პირველი
დღეებიდანვე და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც.”- სტივ ჯობსი

დღეს აღარავის ეპარება ეჭვი რომ IT ტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ბევრი თანხმდება იმაზეც, რომ ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენს დროში ტექნოლოგიები მოდა არ არის, ეს მომავალია და პრესპექტივა, რომ ის რასაც ბავშვობაში სამეცნიერო ფანტასტიკებში ვხედავდით, შესაძლოა რეალობად იქცეს. ამ რეალობის შემოქმედები კი ჩვენ გავხდეთ, თითოეული ის ადამიანი, რომელიც 90-იანებში, დიდი ინტერესით უყურებდა მარტი მაქფლაისა და დოქტორ ემეტის მოგზაურობას „უკან მომავალში“ ან კიდევ ლილუსა და კორბენ დალასის კოსმოსურ კრუიზს - “მეხუთე ელემენტში“. ასეთი ფილმები გვიხსნიდა წარმოსახვას და გვაძლევდა მოტივაციას თავად შეგვექმნა მომავალი. მარტი და დოქტორი 2015 წელში მოგზაურობენ, ბევრი რამ რაც 25 წლის წინ შეუძლებელი გვეგონა დღეს არსებობს და ფართო მოხმარებაშია, მაგალითად სკაიპით შეგვიძლია HD გამოსახულებაში დავინახოთ ადამიანი, რომელსაც ველაპარაკებით, ჰოვერბორდებიც კი გამოიგონეს, მფრინავი მანქანების კონცეპტი უკვე შემუშავებულია. საიდან იწყება ტექნოლოგიური განვითარება და ვინ არიან ადამიანები ვინც მსოფლიოს ცვლიან?

ჩვენ არ უნდა ვეძებოთ კეთილ-ბოროტი გენიოსები, რომლებიც ექსცენტრიულად იცვამენ და მასისგან გამოირჩევიან. არა, სამყაროს ჩვეულებრივი ადამიანები ცვლიან, რომლებიც როგორც წესი საათობით ზიან თავიანთ კომპიუტერებთან და წერენ კოდს, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მიკროელექტრონიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგია ესენი ინფორმაციული ტექნოლოგიის (IT) შემადგენელი ნაწილებია. ამ სფეროს განვითარება სან-ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე დაბლობიდან დაიწყო, რომელსაც 1971 წლიდან სილიკონის ველი ეწოდება, ბავშობაში ნანახი სწორედ ეს ადგილი გახდა სტივ ჯობსის, სტივ ვოზნიაკის, ბილ გეიტსისა და სხვა მრავალის შთაგონება. დაბლობს სილიკონის ველი მსოფლიოში პირველი მიკროპროცესორის ინტელ 4004-ს გამო, ჟურნალისტ დონ ჰეფლერმა შეარქვა, რომელმაც ამ მოვლენას, სტატიების 3 კვირიანი სერია მიუძღვნა.

ამ მოვლენიდან 45 წლის შემდეგ სილიკონის ველი თბილისშიც გაიხსნება. მრავალმილიონიანი პროექტი IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. აქვე იქნება წარმოდგენილი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, სტუდენტური კამპუსები და საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის.

ნებისმიერ პროფესიაში თეორიულ ცოდნასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ გამოცდილებას. ამის შესაძლებლობას კი თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანია „კონექტი“ აძლევს. მემორანდუმის მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმდა, IT ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ სტაჟირება გაიარონ “კონექტში“ არამედ მონაწილეობა მიიღონ და განახორციელონ ერთობლივი კვლევითი პროექტები, სტუდენტებს ექნებათ პრივილეგია იმუშაონ ამ სფეროს პროფესიონალებთან და მათგან, პრაქტიკაში ფასდაუდებელი რჩევები და ცოდნა მიიღონ. მემორანდუმი ხელს შეუწყობს მონაწილე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული პოტენციალის რეალიზებას, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათგან თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადებას.

“კონექტი“ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც ქმნის კრეატიულ იდეას და შემდეგ ხორცს ასხამს მას. კომპანიას 4 მიმართულება აქვს: ბრენდინგი, ვებ დიზაინი და დეველოპმენტი, კინო და ვიდეო პროდაქშენი და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური დატა ცენტრი. ყველა მიმართულებაში მთავარი აქცენტი ინოვაციურობაზე კეთდება. „კონექტი“ ამბობს ახალ სიტყვას ქართული ინფორმაციულ სივრცეში. სტაჟირება ასეთ წარმატებულ კომპანიაში, სტუდენტებს ამოუწურავ შესაძლებლობებს და მათი პოტენციალის გამოვლენის უნიკალურ შანსს აძლევს. მათ ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი თავი IT დარგის სხვადასხვა მიმართულებაში მოსინჯონ. ტექნოლოგიებით დინტერესებული ადამიანების წარმატებისთვის ახლა უკვე ყველა შესაძლებლობაა, თბილისში. საჭიროა მხოლოდ ერთი მონდომება და რწმენა, რომ სამყაროს შეცვლა ნებისმიერს შეუძლია!