25.01.2018
მოხარული ვართ რომ კონექტს მიეცა საშუალება ემუშავა ღვინის ისტორიის ფონდის ვებ საიტზე, რადგან იგი ემსახურება საქართველოს კულტურისა და ღვინის ტრადიციის მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. ამ პროექტში კონექტის გუნდის დიდი ენთუზიაზმია ჩადებული. ვფიქრობთ, ვებ საიტი ქვეყნისთვის საკმაოდ საჭირო და სწორ დროს გაკეთდა, რადგან სწორედ 2017 წლის ბოლოს აღიარა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო მსოფლიოში ღვინის პირველ გამავრცელებელ ქვეყანად. ხოლო ჩვენს მიერ დამზადებული ვებ საიტი არის ყველაზე თვალსაჩინო პლათფორმა, სადაც დამთვალიერებელი ქართული ღვინის კულტურის სიძველეს და მის ამჟამინდელ განვითარებას ერთდროულად ეცნობა.
ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ღვინის ისტორიის ფონდის საიტი უკვე მსოფლიო მაშტაბით, საუკეთესო საიტებს შორის იწონებს თავს, რადგან www.awwwards.com-მა იგი საუკეთესო საიტების ნომინაციაში წარადგინა.
არის საამაყო, რადგან ვებ გვერდის აღიარება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს; ჩვენი კულტურის და ღვინის ისტორიის სიძველის შესახებ მსოფლიო გაიგებს, ამ სტატუსის მქონე ვებ გვერდებს ათასობით ადამიანი ათვალიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამით ჩვენ ვიძენთ ამდენივე პოტენციურ ტურისტს, პოტენციურ გულშემატკივარს, მეგობარს, დამკვეთს.
ვებ საიტი: winehistory.ge
დამკვეთი: ღვინის ისტორიის ფონდი
სააგენტო: კონექტი
იდეის ავტორი და არტ დირექტორი: დავით რიკიაშვილი
ლოგოს დიზაინი: თაკო ჩხაიძე
ვებ დიზაინერი: ნიკა ბუთურიშვილი
ფოტოების დამუშავება: ეთო გზირიშვილი
ფოტო ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი
პროგრამირება: მარიამ ჯაფარიძე, ნიკა ჭითანავა
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე, ნათია სუხიტაშვილი, მარიამ ფერიშვილი.