23.12.2016
„ერთი კმაყოფილი მომხმარებელი, შეიძლება იმაზე მეტი იყოს ვიდრე რეკლამაში დახარჯული 10 000 დოლარი“ ეს ამერიკელი მეწარმის ჯიმ რონის სიტყვებია, ტექნოლოგიების საუკუნე კარს მოგვადგა, უამრავი ახალი პრდუქტი იქმნება და ონლაინ გაყიდვების დამსახურებით სულ უფრო და უფრო იმსხვრება საზღვრები. ახლა საქართველოში წარმოებული პროდუქციის გაყიდვა თავისუფლადაა შესაძლებელი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ასეთ გარემოში ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიო სხვა უამრავ სტარტაპს რომელებიც შენს მსგავს პროდუქტს აწარმოებენ. ახლა უკვე ლოკალური ბაზრის გარდა ახალგაზრდა ბიზნესმენებს, კონკურენტები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება გამოუჩნდეთ.
არსებობს რამდენიმე პუნქტი, რითიც ნებისმიერ ბიზნესს, იქნება ეს მსხვილი თუ ჯერ დამწყები შეუძლია კლიენტის მოზიდვა. ხარისხიანი პროდუქტის და დაბალი ფასების გარდა აუცილებელია მზრუნველი და ყურადღებიანი მომსახურების სერვისი. ონლაინ შენაძენის გაკეთებისას, მით უფრო თუ ეს პირველად ხდება ბევრ ადამიანს უნდობლობის გრძნობა უჩნდება, ამიტომ ყველას სურს რომ მწარმოებელთან ჰქონდეს მარტივი და უშუალო კონტაქტი. ჩვენს დროში დარეკვა უფრო არაპოპულარული ხდება და მეტი ადამიანი მას ჩატს ამჯობინებს. დარეკვა მით უფრო არაკომფორტულია თუ სხვა ქვეყანაში გიწევს. ეს დიდ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული და დიდი დისკომფორტია. ისეთმა დიდმა კომპანიებმა როგორებიცაა ამაზონი, ზაპოსი, ნორდსტორმი და სხვ. უკვე დიდი ხანია გააცნობიერეს რომ მყიდველს ჩატის სერვისი უნდა შესთავაზონ. საოცარი კომფორტია როცა ნებისმიერი კითხვის ან პრობლემის გაჩენისთანავე შეგიძლია კომპანიის წარმომადგენელს დაეკონტაქტო.
საიტში ჩატის ჩაშენება საკმაოდ ძვირადღირებული და რთული ფუნქციაა, მაგრამ არსებობს მეტად იაფი და მოსახერხებელი ალტერნატივა. JivoChat-ი, რომელიც ნებისმიერ საიტს მარტივად, კოდის მეშვეობით ებმება. JivoChat-ის აპლიკაციის ჩაწერა ტელეფონშიც შეგიძლიათ და ახლა არცერთი მომხარებლის წერილი არ გამოგრჩებათ.ჩატი საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ რომელ გვერდებზე მოძრაობს საიტის სტუმარი და მას ინტერესის მიხედვით შევთავაზოთ პროდუქტი. არ არის აუცილებელი მომხმარებელმა დაიწყოს თქვენთან ჩატი, საუბრის წამოწყება თავადაც შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ JivoChat-თან ერთად დაგეგმოთ გაყიდვების სტრატეგია და თქვენი სიატის ნებისმერი სტუმარი აქციოთ კლიენტად.
JivoChat-ის უპირატესობებზე საუბრობს ქონექთის დირექტორი დავით რიკიაშვილი:
გამოვყოფდი რამოდენიმე უპირატესობას:
- გაქვთ ჩატი თქვენს პირად თუ ორგანიზაციის ვებ გვერდზე და არ ზრუნავთ მის განვითარებაზე. ჩატის დეველოპმენტი თავად ზრუნავს ამაზე და თქვენ ყოველთვის გაქვთ განახლებული ვერსია.
- თქვენი ვებ გვერდის ფერებში მორგებისთვის არ გჭირდებათ პროგრამისტი. ეს ძალიან მარტივად ხდება სამართავი პანელიდან.
- ყველაზე კარგი ის არის რომ ჩატის მართვა ძალიან მარტივია. თქვენც თავად დარწმუნდებით როცა გადმოწერთ და დაიწყებთ მოხმარებას.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ ჩატი გამართული მომსახურების სერვისის განუყოფელი ნაწილია და თუკი გსურთ რომ თქვენს მომხმარებელთან უფრო ახლო კონტაქტი გქონდეთ JivoChat-ი მსგავისი მომსახურიების ბაზარზე წამყვან მოთამაშეს წარმოადგენს.
მეტი ინფორმაციისთვის გადადით საიტიზე: www.jivochat.com
მეტი ინფორმაციისთვის გადადით საიტიზე: www.jivochat.com