CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი
30.01.2019
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმზე (TPMM) მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილებაა Connect- ის გუნდისათვის, ვინაიდან მისი არსებობა არის უნიკალური პრეცედენტი არამარტო საქართველოს, არამედ სულიად სამხრეთკავკასიური რეალობისათვის, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე არტისტებს ეძლევათ განვითარებისა და საკუთარი რესურსების მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენი ურთიერთობა მუზეუმთან მისი შექმნის პირველივე ნაბიჯებიდან დაიწყო, როცა ახლადდაბადებული იდეა ჯერ კიდევ ეძებდა სისტემატიზაციას, ვიზუალურ იდენტობასა თუ კორპორაციულ სტილს.

კონექტის მთავარი ამოცანა TPMM- ზე მუშაობისას იყო მუზეუმის ხასიათისა და იდენტობის განსაზღვრა, რის საფუძველზეც შეიქმნა უნიკალური, ტიპოგრაფიკული სახის ლოგო, რომელიც ჰარმონიულად ერგება მთლიან შინაარსს. გუნდის წევრების სრული თანხმობის შედეგად გამოიკვეთა საიტის კონცეფცია, რაც მასთან პირველი შეხებისთანავე იწვევს მოლოდინს, ერთგვარ აღმოჩენის განცდას, ვხედავთ თეთრ ზედაპირს რომლის უკანაც, ბამბუკების ჩრდილში იმალება მუზეუმის საინტერესო სამყარო.

სხვა მრავალ წარმატებასთან ერთად Connect- ის მიერ შექმნილი მუზეუმის ვებსაიტი დაჯილდოვდა საერთაშორისო პრესტიჟული პლატფორმა awwwards.com- ის მიერ.