დამკვეთის ბრიფი:
„აკანანიტა“ წარმოადგენს მოდის დიზაინერი აკა ნანიტაშვილის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიის ონლაინ ვერსიას, რომლის სურვილიც არის ონლაინ მაღაზიისათვის შეიქმნას მის ხასიათსა და იდენტობაზე მორგებული ვებგვერდი და ვიდეოფროდაქშენი.
დიზაინის ფილოსოფია:
პროექტ „აკანანიტა“-ზე მუშაობა მეტად საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენი სააგენტოსათვის. ვეცადეთ და შევქმენით ბრენდის ესთეტიკისა და განწყობის მატარებელი ვებსაიტი და ვიდეო, რომელიც საერთო კონცეფციის განუყრელ ნაწილად იქცა.
ინდივიდუალურ სულთან ერთად „აკანანიტა“-თვის შექმნილი ვებგვერდი წარმოადგენს გამართული ფუნქციონალისა და მარტივად სამართავი სისტემის სინთეზს, სადაც განთავსებულია მის შესახებ არსებული ყველა საჭირო თუ სასურველი ინფორმაცია.
პროდუქტი: ვებ გვერდი, ვიდეო პროდაქშენი
კლიენტი: აკა ნანიტაშვილი
სააგენტო: შპს "კონექტი"
კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: სოფო ქემაშვილი
პროგრამისტები: უჩა ღვინიაშვილი, ნიკა ჭითანავა, გიორგი მოსაშვილი
akananita.com
მოდის სამყაროს ვებ-გვერდზე გადატანას საკმაოდ სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. ჩვენ მოვარგეთ ინტერნეტ-გვერდის ესთეტიკა და ფუნქციონალი დიზაინერის სტილს და ხედვას, რამაც კიდევ უფრო წარმოაჩინა ნამუშევრები.