CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ანაგი

პროდუქტი: ლოგოს რე ბრენდინგი, კორპორატიული ბრენდინგი, ვებ-გვერდის დიზაინი და დეველოპმენტი.

დამკვეთი: სამშენებლო კომპანია ანაგი
სააგენტო: კონექტი 

ბრენდინგი: თორნიკე ბოკუჩავა
ვებ დიზაინერი/კრეატიული დირექტორი : დავით რიკიაშვილი
პროგრამირება: დავით სავანელი, გიორგი მოსაშვილი 
პროექტის მენეჯერი: თეა გოროზია, ნათია სუხიტაშვილი anagi.ge
დამკვეთის ბრიფი:
უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის „ანაგი“ ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სისწრაფე, ხარისხი და შედეგი. კომპანიის მოთხოვნაა მოხდეს ლოგოს რებრენდინგი, შეიქმნას კორპორაციული ბრენდინგი და ვებსაიტი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

დიზაინის ფილოსოფია:

პირველი ამოცანა, რაც კონექტის გუნდმა დაისახა, იყო კომპანიის ლოგოს რებრენდინგი, რომლის პირობებშიც უკვე არსებული ლოგო - ძელი, როგორც საყრდენი- გახდა მეტად მსუბუქი და მარტივი, თუმცა, ცხადია, დატვირთვა, რომელიც მიუთითებს სტაბილურობასა და სიმყარეზე, შენარჩუნდა. შემდეგი ნაბიჯი, კომპანიასთან თანამშრომლობის, იყო კორპორაციულ ბრენდინგზე მუშაობა, რომელიც ვებსაიტის კონცეფციაში გამოვლინდა, სადაც მომხმარებელი გრძნობს მის მოქნილობასა და სიმსუბუქეს. სტილისტიკა, რომელიც მთელ ვებსაიტს გასდევს, წარმოადგენს ერთგვარ მუსიკალურ თამაშს, რომელიც მის გამოყენებას ხდის უფრო საინტერესოსა და ორიგინალურს.
ანაგი ანაგი

share