CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

აქსისი

პროდუქტი: ვებ გვერდი

კლიენტი: დეველოპერული კომპანია აქსისი
სააგენტო: შპს "კონექტი"

დიზაინერი და კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: თეა გოროზია, ნათია სუხიტაშვილი 
პროგრამისტები: დავით სავანელი, გიორგი მოსაშვილი
მხარდაჭერა: თორნიკე რიკიაშვილი AXIS.GE
დამკვეთის ბრიფი:
მთავარი მიზანი, რის გარშემოც სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „აქსისის“ გუნდის თითოეული წევრი ერთიანდება, არის გარემოს განვითარება და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ახალი სიტყვის თქმა. ჩვენი სურვილია კომპანიისათვის შეიქმნას შესაბამისი ვებსაიტი, სადაც განთავსდება ინფორმაცია კომპანიაში მიმდინარე სიახლეებისა თუ უკვე დასრულებული პროექტების შესახებ.

დიზაინის ფილოსოფია:
კომპანიის ვებსაიტზე მუშაობისას აქტიურად გამოვიყენეთ მისთვის ნიშანდობლივი ფერების - შავისა და ყვითლის კომბინაცია, რის შედეგადაც მივიღეთ ძლიერი, ერთ სისტემაში მოქცეული კონცეფცია, რომელიც ადვილად აღქმადი და ამოსაცნობია. ყვითელი ფერი, რომელიც ენერგიასა და ძალაზე მიგვანიშნებს, ერთგვარად აცოცხლებს საიტის ყოველ გვერდს და მასთან კომუნიკაციას ხდის პრაქტიკულსა და მიმზიდველს, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვისუნარიანობის ზრდასთან.
აქსისი აქსისი

share