დამკვეთის ბრიფი:
საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ ქართულ-ბრიტანული აკადემია“ წარმოადგენს მაღალპროფესიონალ ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მთავარი ამოცანაც ბავშვებისათვის საუკეთესო ხარისხის განათლების მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. ჩვენი სურვილია, აკადემიის სტანდარტების გათვალისწინებით, შეიქმნას ვებსაიტი, ლოგო და სრული ბრენდინგი.
კონექტის მიდგომა:
კონექტისა და ქართულ-ბრიტანული აკადემიის მეგობრობა არაერთ ნაყოფიერ წელს ითვლის. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა მათთან მუშაობა.
დავალება, რომელიც აკადემიასთან მიმართებაში შევასრულეთ, მოიცავს ვიზუალური კომუნიკაციის სრულ პაკეტს, ბრენდინგის, ლოგოსა და ვებსაიტის შექმნას.
ვებსაიტის პირველი ვეგვერდის მონახულებისას ვხვდებით ბავშვების ნათელ, ცოცხალ და ფერად სამყაროში, სადაც ერთმანეთის გვერდით ჰარმონიულად თანაარსებობს სხვადასხვა ინტერესთა სფეროების შესანიშნავი მაგალითები: მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, დასვენება, რომლებიც ყოველ ფოტოში, ვიდეოსა თუ აღწერაში მეტყველებენ ხარისხის მაღალ სტანდარტზე.
კომბინირებული, თუმცა ძალიან მარტივად საორიენტაციო ვებსაიტის მთავარ გვერდზე ვხვდებით აკადემიის სიმბოლოს - ოქროსფერ ლომს, რომელიც ძალასთან, ენერგიასთან და ლიდერობასთან ასოცირდება.
პროდუქტი: სრული ბრენდინგი, ვებ გვერდი, ლოგოს შექმნა, ავტობუსების ბრენდირება
კლიენტი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
სააგენტო: შპს "კონექტი"
კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
დიზაინერები: მაკა ზედელაშვილი, თაკო ჩხაიძე
პროექტის მენეჯერი: სოფო ქემაშვილი
პროგრამისტები: უჩა ღვინიაშვილი, ნათია ლომინეიშვილი
BIST.GE
კლიენტი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
სააგენტო: შპს "კონექტი"
კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
დიზაინერები: მაკა ზედელაშვილი, თაკო ჩხაიძე
პროექტის მენეჯერი: სოფო ქემაშვილი
პროგრამისტები: უჩა ღვინიაშვილი, ნათია ლომინეიშვილი
BIST.GE