CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

Georgia Made by Characters

Georgia Made by Characters

Guest of Honour Frankfurter Buchmesse 2018

 

კონცეფცია და ლოგოს სახელმძღვანელო

დამკვეთი: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი
სააგენტო: Connect

დამკვეთის ბრიფი: 
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია შეიქმნას ერთგვარი საკომუნიკაციო ენა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდება ქართული კულტურის წარდგენა დანარჩენი მსოფლიოსათვის. ეროვნული ცენტრის სურვილია გამოიკვეთოს კონცეფცია, სლოგანი და ლოგო, რომელიც ხაზს გაუსვამს ქართული ენისა და კულტურის თავისებურებას.

კონექტის მიდგომა:

სიტყვა არის ძალა, რომელიც იარაღად ასოთა სწორ განლაგებას იყენებს.
დამწერლობა ისეთი უნიკალური სისტემაა, რომელიც თავის სიღრმეებში ინახავს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას კულტურასა და ზოგადად, ჩვენს მსოფლმხედველობაზე. თუკი ასოებს ქვეცნობიერის მტვერს გადავწმენდთ, აღმოვაჩენთ სიმბოლოების საოცარ სამყაროს, სადაც გაბნეულია ცოდნა ჩვენი აზროვნების საწყისების შესახებ.

პროექტზე მუშაობისას ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა გაისიგრძეგანა მათი მნიშვნელობა და შექმნა 33 უნიკალური ხასიათი ქართული ანბანის 33 ასოსთვის.

პროექტზე მუშაობის პროცესში, რომელიც, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ნახევარი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, ჩართული იყო არაერთი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომელთა სრული უმრავლესობაც ძალისხმევას არ იშურებდა სასურველი შედეგის მიღწევისათვის, რის შედეგადაც კამპანიისათვის შეიქმნა ერთგვარი სლოგანი „ Georgia made by characters”. თავდაუზოგავმა შრომამ და ამოცანისადმი სწორად მიდგომამ, თავის მხრივ, განაპირობა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველობა და მათთან შემდგომი თანამშრომლობა.

Georgia Made by Characters Georgia Made by Characters

ლოგო და ბრენდინგი

საქართველოს როგორ მასპინძელი ქვეყნის ლოგოს სიმბოლოა ასობგერა "ა" და გადაშლილ წიგნი. სიმბოლო ფორმირებულია სლოგანიდან "Georgia made by Characters". ამ შემთხვევაში ასობგერა "ა" ანბანის დანარჩენი 32 სიმბოლოს კარიბჭეს წარმოაგდენს.

პროექტზე მუშაობდნენ:


პროდუსერი და არტ დირექტორი
დავით რიკიაშვილი


კრეატიული ჯგუფი:
ანი ასათიანი
ელენე ჭავჭანიძე
მარიამ ფერიშვილი
ეთო გზირიშვილი
ნესტან ნიჟარაძე
ლიზა ასათიანი
თეა გოროზია
ანი ყურაშვილი
ზურა ჯიშკარიანი
სანდრო ოტიაშვილი

ლოგოს და საფირმო სტილის კრეატივ დირექტორი: გიორგი ბოხუა
ბრენდბუქის და საფირმო სტილის ავტორი: თაკო ჭაბუკიანი
საფირმო სტილის დიზაინი: კახა კახაძე


დიზაინერები:

თორნიკე ბოკუჩავა
თაკო ჩხაიძე

33 ისტორია:

მწერალი: აკა მორჩილაძე
თარგმანი: დონალდ რაიფილდი


განსაკუთრებული მადლობა


ლაშა ბაქრაძე
რატი ამაღლობელი
ირენა პოპიაშვილი
ვატო წერეთელი
დეა მეტრეველი

share