საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპამპანიასთან -„GOGC” მუშაობა, მისი მასშტაბური ხასიათისა თუ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევა იყო სრულიად „Connect“- ის გუნდისათვის. ერთობლივი მუშაობის პროცესში ჩვენ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა „GOGC”-ის საქმიანობის, სტატუსისა და ხასიათის გათვალისწინებით კორპორაციული ბრენდინგის შექმნა, რომელიც მოიცავს, ლოგოს, ვებსაიტსა და ვიდეოფროდაქშენს.
ლოგო, როგორც კომპანიის იმიჯის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, პასუხობს ამავე კომპანიის ხედვებსა და მიზნებს. მისი შინაარსი კი თავის თავში აერთიანებს და ერთ კონცეფციად კრავს, როგორც კომპანიის მულტი მიმართულებებსა და საერთაშორისო (მათ შორის ქართულ) საკრალურ სიმბოლოს მზისა და ენერგიის გამოსახატად, ასევე ჰარმონიულობასთან დაკავშირებულ ლოტუსის მოყვანილობის ნიშანს, რომელიც „Connect“- ის გუნდმა პარტნიორობის მნიშვნელობასა და კომპანიის პოლიტიკას დაუკავშირა.
ვებსაიტზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა ყველა ის თანამედროვე სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იქმნება მარტივი, გამართული სისტემისა(UX) და სწორი ვიზუალური კომუნიკაციის(UI) მქონე საიტი, რაც, თავის მხრივ, მორგებულია კომპანიის სურვილებსა და საჭიროებებზე, მეორეს მხრივ კი აადვილებს კავშირს კომპანიასა და აუდიტორიას შორის.