CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

JTI CLUB - ბონუს პლათფორმა

პროდუქტი: ვებ გვერდი, ბრენდინგი

კლიენტი: JTI CLUB საქართველო
სააგენტო: შპს "კონექტი"

დიზაინერი და კრეატიული დირექტირი: დავით რიკიაშვილი
ილუსტრატორი: თაკო ჩხაიძე
ანალიტიკოსი: სანდრო ოტიაშვილი
პროექტის მენეჯერი: ნათია სუხიტაშვილი  
მთავარი პროგრამისტი: უჩა ღვინიაშვილი 
პროგრამისტი: დავით სავანელი 



Jticlub.ge
დამკვეთის ბრიფი:
JTI თამბაქოს წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც გადაწყვიტა შექმნას სავაჭრო პლატფორმა, მიზანი კი არის პარტნიორი სავაჭრო პუნქტების თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა გაყიდვებში და მათი წახალისება სხვადასხვა პრიზითა თუ ფულადი ჯილდოთი. ჩვენი სურვილია კომპანიისათვის შეიქმნას კორპორაციული ბრენდინგი და სავაჭრო პლატფორმა, რის ფარგლებშიც შევძლებთ ჩვენი მიზნის განხორციელებას.

დიზაინის ფილოსოფია:
JTI Club-ზე მუშაობა, მისი საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე, „კონექტი“-ს გუნდისათვის ძალიან საინტერესო გამოწვევად იქცა, რომელიც წარმოადგენს საქართველოში არსებულ მაღაზიებში მომუშავე ადამიანების საბონუსე პლატფორმას. იგი პირდაპირ კავშირშია JTI- ს მიერ წარმოებულ სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სიგარეტის გაყიდვასთან, რის საფუძველზეც კონსულტანტები თუ სხვა პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლები ერთვებიან მის მიერ შექმნილ კამპანიებში და შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა პრიზისა თუ ფულადი ჯილდოს მიღების.

კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში „კონექტის“ ავტორობითა და მაქსიმალური ჩართულობით შეიქმნა პლატფორმის სრული ტექნიკური და ვიზუალური მხარე, მართვის სისტემა და აპლიკაცია, რომელიც გარდა საქართველოსა, წარმატებით მუშაობს სომხეთში და უახლოეს მომავალში იგეგმება აზერბაიჯანში ამოქმედება.
JTI CLUB - ბონუს პლათფორმა JTI CLUB - ბონუს პლათფორმა

share