CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი

პროდუქტი: ანიმაციური სოციალური ვიდეო რგოლი

კლიენტი: კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC)
სააგენტო: შპს "კონექტი"

დიზაინერი: თაკო ჩხაიძე 
3D ანიმატორი: ირაკლი კილაძე
კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
დამკვეთის ბრიფი:
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პარტნიორობით, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი (EU) და ფონდი “Brot für die Welt“. ჩვენს მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, ინფორმაციის გაცვლისა და რესურსების გაზიარების გამარტივება. ჩვენი სურვილია შეიქმნას სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც გავლენას მოახდენს საზოგადოებაში ტყის რესურსების მნიშვნელობის განსაზღვრასა და ცნობიერების ამაღლებაში.

დიზაინის ფილოსოფია:
ვიდეო, რომელიც „კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრი“- თვის შეიქმნა, ცხადად და გარკვევით ატარებს სოციალური პასუხისმგებლობით განმჭვალულ მესიჯს. კონკრეტულად ამ კამპანიისათვის „კონექტში“ დაიხატა უნიკალური პერსონაჟები, რომელიც ვიდოერგოლისათვის შექმნილი ანიმაციის ძირითად ელემენტებს წარმოადგენენ. ვიდეოს კონცეფცია აგებულია მწვავე პრობლემის დასმისა და ამავე პრობლემის გადაჭრის გზის ჩვენებით, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ბუნებასა და ჩვენს მომავალზე ზრუნვისათვის.

share