დამკვეთის ბრიფი:
„მწვანე ალმასი“ წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო კომპანია „მაქროქონსთრაქშენის“ პროექტს, რომლის პირობებშიც ხდება სრულად გარემონტებული ბინების ჩაბარება. კომპანიის მთავარი მიზანი არის ქართული უძრავი ქონების ბაზარზე დაამკვიდროს ხარისხიანი და მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად მორგებული სამშენებლო პრაქტიკა. ჩვენი სურვილია შეიქმნას ვებგვერდი და ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იქნება კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობები და უპირატესობები.
კონექტის მიდგომა:
„მწვანე ალმასის“ სპეციფიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი ვებსაიტი ყოფილიყო მაქსიმალურად დატვირთული კომპანიის შესახებ არსებული ინფორმაციით. მოქნილი ფუნქციონალის წყალობით ის იქნებოდა მარტივად სამართავი, ხოლო ვიდეორგოლი, რომელიც თურქულ სარეკლამო კომპანია „ალლადინ“-ის მიერ მოწოდებულ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა, მოგვითხრობს „მწვანე ალმასში“ ცხოვრებით გამოწვეული უპირატესობებისა და მრავალფეროვნების შესახებ. სიუჟეტის განვითარების დიდი ნაწილი (დაახლოებით 80%) არის ვირტუალური, კომპიუტერული პროგრამის შედეგი, რომელიც, დიდი ოსტატობის წყალობით, ქმნის რეალობის მაქსიმალურ შეგრძნებას.
პროდუქტი: ვებ გვერდი, სარეკლამო რგოლი
კლიენტი: „მაქრო ქონსთრაქშენი“
ვიდეო პროდაქშენი: ქონექტი
სააგენტო: Alaaddin
ვებ-დიზაინერი: დავით რიკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: ნათია სუხიტაშვილი
პროგრამისტები: გიორგი მოსაშვილი, დავით სავანელი, ლადო ლომიძე
greendiamond.ge
კლიენტი: „მაქრო ქონსთრაქშენი“
ვიდეო პროდაქშენი: ქონექტი
სააგენტო: Alaaddin
ვებ-დიზაინერი: დავით რიკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: ნათია სუხიტაშვილი
პროგრამისტები: გიორგი მოსაშვილი, დავით სავანელი, ლადო ლომიძე
greendiamond.ge