დამკვეთის ბრიფი:
„რირავო“ მაღალალკოჰოლური სასმელების ხაზია, რომელიც განსხავავებული მეთოდით ამზადებს და ასხამს ქართულ ალკოჰოლურ სასმელს- ხილის ჭაჭას. ჩვენი სურვილია კომპანიისათვის შეიქმნას ორიგინალური ლოგო და ბოთლის ასეთივე შეფუთვა.
დიზაინის ფილოსოფია:
კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყებისას ჩვენი გუნიდი დადგა გამოწვევის წინაშე, რომ შეექმნა უნიკალური, დამკვეთის ხედვაზე მაქსიმალურად მორგებული ლოგო და შეფუთვა. მათი სურვილის გათვალისწინებით, საერთო კონცეფციაში გამოვიყენეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული ფრინველი- ხოხობი, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, უკავშირდება საქართველოს დედაქალაქ თბილისის აღმოჩენა. კომპანიისათვის დაიხატა უნიკალური პერსონაჟი; თითოეული შეფუთვისათვის შეიქმნა ასევე უნიკალური პატერნი და ლოგო, რომელზეც გამოსახულია ლეგენდარული ფრინველი- ხოხობი.
პროდუქტი: ლოგო და პროდუქტის შეფუთვა
კლიენტი: "რირავო" დისთილერი
სააგენტო: შპს "კონექტი"
მხატვარ დიზაინერი: ეთო გზირიშვილი
კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე
ფოტოგრაფია: თორნიკე რიკიაშვილი