კომპანია „სილქნეტი“ კავკასიის უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით სრულ საკომუნიკაციო სერვისს (ფიქსირებული და მობილური ტელეფონია, ფიქსირებული და უსადენო ინტერნეტი, ფიქსირებული და სატელიტური ტელევიზია) აწვდის.
წლების განმავლობაში, მომსახურების სრულყოფის მიზნით, მრავალი ინოვაციური ნაბიჯი გადადგეს, 2018 წლიდან კი „სილქნეტი“ ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელის“ მფლობელი გახდა.