CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

თბილისის ფოტო ფესტივალი

პროდუქტი: ვებ გვერდი, ვიდეო პროდაქშენი

კლიენტი: თბილისის ფოტო ფესტივალი
სააგენტო: შპს "კონექტი"

დიზაინერები: დავით რიკიაშვილი, თაკო ჩხაიძე
ვიდეო ინჟინერი: თორნიკე რიკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: სოფო ქემაშვილი
პროგრამისტები: უჩა ღვინიაშვილი, მარიამ ჯაფარიძე
პროგრამისტები
www.tbilisiphotofestival.com
დამკვეთის ბრიფი:
თბილისის ფოტო ფესტიველი სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და თავს უყრის მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებს, რომლის დამსახურებათა ჩამონათვალში შედის რეგიონში თბილისის ფოტოგრაფიის დედაქალაქად აღიარება. ჩვენი სურვილია ფესტივალისათვის შეიქმნას ვებგვერდი და ვიდეო, რომელიც იქნება ერთგვარი ანონსი ფოტოფესტივალის მიერ დაგეგმილი მასშტაბური პროექტის შესახებ.

დიზაინის ფილოსოფია:
ვიზუალური მედიუმისა და, განსაკუთრებით, ფოტოგრაფიის განვითარებისათვის ზრუნვა ყოველთვის იყო „კონექტის“ ინტერესთა სფეროში, რასაც წარმატებით ახერხებს „თბილისის ფოტო ფესტივალთან“ აქტიური თანამშრომლობით. საიტი, რომელიც ფესტივალისთვის შეიქმნა, სრულიად ატარებს „კონექტის“ ესთეტიკასა და სტილისტიკას, რომელიც სავსეა მის ირვლივ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციით.

ვებსაიტის ნიშანდობლივი კონცეფციის გარდა, „კონექტის“ გავნელა იგრძნობა ჩვენ მიერვე შექმნილ ვიდეოში, რომელიც უხვად არის გაჟღენთილი ფესტივალის გარშემო არსებული აურითა და ატარებს ინფორმაციულ ხასიათს.
თბილისის ფოტო ფესტივალი თბილისის ფოტო ფესტივალი
   ყველა ვებ-გვერდი ინდივიდუალურია, სწორედ ამიტომ ფოტო ფესტივალის პროექტზე მუშაობისას ჩვენ დაგვეკისრა პასუხისმგებლობა, შეგვექმნა ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებელს რეალური გალერეის ასოციაციას შეუქმნიდა და არა ინტერნეტ გვერდისას.

share