CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ვაკის პარკი პლაზა

დამკვეთი: შპს ჰაუსარტ ლუქსი

• ლოგო და ბრენდინგი (Logo/Branding)

კლიენტი:
ჰაუსარტი არის კომპანია, რომლისთვისაც მთავარი ამოცანა ხარისხიანი, მომხმარებლის მოლოდინებზე მაქსიმალურად ადაპტირებული სივრცის შექმნაა. თანამედროვე, ხმაურიანი ქალაქისა და ბუნების სინთეზი არის გზა, რომელსაც ჰაუსარტი ირჩევს ყოველი პროექტის განხორციელებისას, რადგან იგი კარგად აცნობიერებს მწვანე პოლიტიკის მნიშვნელობას.

კონექტის მიდგომა:
„კონექტისა“ და „ჰაუსარტის“ თამანშრომლობა, ამჯერად, დეველოპერული კომპანიის მორიგ პროექტ „პაკის პარკი პლაზა“- ს უკავშირდება და მოიცავს ვებსაიტის, ლოგოსა და სოც.ქსელისათვის უნიკალური სტილისტიკის შექმნას. „ჰაუსარტის“ პროქტებზე მუშაობისას, შეიძლება ითქვას, რომ „კონექტი“ არ ცვლის მიდგომას, რათა ბოლომდე შეინარჩუნოს კომპანიის მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობა და საერთო სისტემაში მოაქციოს ნებისმიერი ნამუშევარი.

ლოგო:
კომპანიათან კონსულტაციის შედეგად გადავწვიტეთ შეგვექმნა კონკტეტულად პროექტ „ვაკის პარკი პლაზა“-თვის დამახასიათებელი ლოგოტიპი, რომლის ხასიათიც იქნებოდა ძლიერი, ურყევი სტოიკურობა, რომელიც ადამიანს სანდოობისა და თავდაჯერებულობისაკენ უბიძგებს. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა კონსტრუქცია, თავად მოცემული შენობის ერთგვარი სილუეტი, რომელიც საკუთარ თავზე სწორად და გარკვევით საუბრობს. ლოგოსათვის არჩეული ტონის სიმძაფრეს ხაზს უსვამს ფერი, ბაცი ოქროსფერი, რომელიც დაღვინებისა და სწორი გადაწყვეტილებების ფერია. 

სოც.ქსელი:
ვებსაიტის სტილისტიკა, რომელიც „კონექტმა“ „ჰაუსარტი“-თვის შექმნა, წარმატების მოვარგეთ სოც.ქსელს და შევინარჩუნეთ ის საერთო კონცეფცია, რომელიც ასეთი დამახასიათებელია ზოგადად კომპანიისათვის.

share