CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

რატომ არის საჭირო ვებსაიტის დამზადება თანამედროვე სამყაროში?

დღევანდელ მსოფლიოს ციფრული სამყარო მართავს, საზოგადოების ნაწილს კი კიდევ აქვს კითხვა  - „მჭირდება ვებსაიტის დამზადება?“- პასუხი კი შემდეგია: დიახ.

ამ ბლოგში გაიგებ, თუ რატომ გჭირდება ვებსაიტის დამზადება და რატომ არის მნიშნველოვანი შენი ბიზნესისთვის.

ადამიანების 70-80% სანამ კომპანიას ეწვევა ან მის პროდუქტს შეიძენს, ცდილობს ბრენდის შესახებ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის წინასწარ მოძიებას.
შესაბამისად, მცირე ბიზნესმა ვებსაიტის გარეშე მომხმარებელთა იგივე პროცენტი შეიძლება დაკარგოს. ვებსაიტი წარმოადგენს არა მხოლოდ ციფრულ სავიზიტო ბარათს, არამედ მძლავრ ინსტრუმენტს ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის. 
ვებსაიტი არის თქვენი ბიზნესის ციფრული სახე, რომელიც ასახავს თქვენს ბრენდს, ღირებულებებსა და მომსახურებას.




ხუთი მიზეზი, თუ რატომ არის ვებსაიტის შექმნა საჭირო

1. ნდობის მოპოვება ბაზარზე

ადამიანების უმეტესობა არ ენდობა ბიზნესს, თუ მათ არ აქვთ კარგი ვებსაიტი.
თანამედროვე ვებგვერდი, რომელიც რეგულარულად ახლდება და ჩანს საძიებო სისტემებში, არის სანდოობის წყარო.  პოტენციური მომხმარებლები უფრო მეტად ლოიალურები ხდებიან, როდესაც ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად აქვთ თავმოყრილი. ნებისმიერს შეუძლია ადვილად შექმნას Facebook ან Instagram ანგარიში თქვენი პირადი მონაცემებით,  შესაბამისად რეალური და ყალბი პროფილები შეიძლება გამოიყურებოდეს იდენტურად.აქედან გამომდინარე ბიზნეს ვებსაიტი განაპირობებს თქვენი კომპანიის  უსაფრთხოებას.

2. ახალი მომხმარებლის მოზიდვა

კარგად ოპტიმიზებული ვებსაიტები Google-ის ძიების პირველ გვერდზეა და იზიდავს ახალ მომხმარებლებს, რომლებიც არ გეძებდნენ კონკრეტულად თქვენ, თუმცა იკვლევდნენ თემას, რომლის ირგვლივაც თქვენ ტრიალებთ.
ვებსაიტი ხელმისაწვდომია ყოველთვის  მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, რაც შესაძლებელს ხდის თქვენი ბიზნესი დარჩეს მომხმარებლის გონებაში სამუშაო საათების შემდეგაც კი.

3.  პოტენციური ბიზნეს პარტნიორების მოზიდვა

ვებგვერდის შექმნა დაგეხმარებათ ახალი პარტნიორების პოვნასა და თქვენი ბიზნესის გაფართოებაში.
სხვა და სხვა სექტორის წარმომადგენლებმა შეიძლება  თქვენი ბიზნესი საძიებო სისტემებში იპოვონ და დაგიკავშირდნენ შეთავაზებით.
ვებსაიტი დაეხმარება მათ, რომ გაიგონ კომპანიის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

4. მომხმარებელთა ჩართულობის გაძლიერება

ვებ საიტის ინტერაქტიული ფუნქციები უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ინფრომაციის მიწოდებაა მომხამრებლებისთვის. 
ვებ საიტზე განთავსებული კომპანიის განვლილი გზა: ინფორმაციული ბლოგ-პოსტები, პორტფოლიოები, უკუკავშირის ფორმები, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვიზიტორების ჩართულობის გაზრდასა და ვებსაიტის წინ წამოწევას საძიებო სისტემებში.

5. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი

ვებსაიტის დამზადების შემდგომი ნაბიჯები უკავშირდება ანალიტიკას. ყოველი ვიზიტორის ურთიერთქმედება, დაწკაპუნებებიდან კონვერტაციებამდე, იძლევა ვებსაიტის სტატისტიკას, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი აუდიტორიის პრეფერენციები.
ინტეგრირებული ინსტრუმენტებით, როგორიცაა Google Analytics, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მომხმარებლის ქცევის შესახებ, ადევნებთ თვალყურს ტრაფიკის წყაროებს, აიდენტიფიცირებთ პოპულარულ კონტენტს და ასახავთ ნავიგაციის ბილიკებს.
ამ მონაცემების მუდმივი მონიტორინგით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები თქვენი შეთავაზებებისა და ვებსაიტების მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწისთვის.




ვებსაიტის დიზაინი

ვებსაიტის დამზადებისას ერთერთი მთავარი ეტაპია დიზაინი. 
ვებსაიტის დიზაინის შექმნისას უნდა იყოს გათვალისწინებული კომპანიის ბრენდ ბუქი: ფერები, ტიპოგრაფია და მასში გამოყენებული სხვა და სხვა გრაფიკული ელემენტები. 
დიზაინი არ უნდა იყოს გადატვირთული და მომხარებელს მარტივად უნდა შეეძლოს სასურველი ინფორმაციის მოძიება. 



ხშირად დასმული კითხვები

1. რა არის ვებსაიტის დამზადების მთავარი უპირატესობა?

- ვებსაიტის შექმნის მთავარი უპირატესობა ბიზნესისთვის არის ბაზარზე წვდომა და მუდმივი ხელმისაწვდომობა. ეს საშუალებას აძლევს კომპანიას მიაღწიოს პოტენციურ მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

2. როგორ გაზრდის ვებგვერდის დამზადება ჩემი ბიზნესის შემოსავალს?

- ვებგვერდის შექმნას  შეუძლია გაზარდოს თქვენი ბიზნესის გაყიდვები რამდენიმე გზით: ონლაინ გაყიდვების პლატფორმის უზრუნველყოფით, მარკეტინგული კამპანიების მხარდაჭერით, მომხმარებელთა ბაზის შექმნითა და მართვით, ასევე ბრენდის ცნობადობის გაზრდით.

3. რა უნდა გავითვალისწინოთ ვებსაიტის დამზადებისას?

· მიზნები: იცოდეთ რისი მიღწევა გსურთ ვებსაიტის საშუალებით.
· აუდიტორია: მიზნობრივი აუდიტორიის  შერჩევა,მათზე მორგებული დიზაინი და მომსახურებების შეთავაზება
· ვებსაიტი ოპტიმიზირებული უნდა იყოს როგორც desktop, ასევე mobile მოწყობილობებში
·SEO & Content: გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები და ღირებული შინაარსი.

4. როგორ შემიძლია ჩემი ვებსაიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის?

- ვებსაიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის (SEO) მოიცავს რამდენიმე სტრატეგიას: ხარისხიანი კონტენტის შექმნა, საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაცია, ვებსაიტის სტრუქტურის გაუმჯობესება, მობილური ვერსიის ოპტიმიზაცია და ხარისხიანი ბმულების მოპოვება.

5. რა სიხშირით უნდა განვაახლო ჩემი ვებსაიტი?

- ვებსაიტის განახლების სიხშირე დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის ტიპზე და საჭიროებებზე. თუმცა, ზოგადად რეკომენდებულია კონტენტის რეგულარული განახლება (მინიმუმ თვეში ერთხელ), უსაფრთხოების განახლებების დაუყოვნებლივ დანერგვა და დიზაინის განახლება ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ.

Connect  კრეატიული ციფრული სააგენტოა, რომელიც 15 წელია მომხმარებელს სთავაზობს მრავალპროფილურ სერვისებს ციფრულ სამყაროში.
კომპანია Connect მუდამ მზად არის, რომ დაგეხმაროთ ვებსაიტის შექმნასა თუ სხვადასხვა ციფრული საკითხის გადაწყვეტაში, რათა იყოთ მოთხოვნადი და სანდო ბრენდი თანამედროვე საზოგადოებისთვის დაგვიკვშირდი ახლავე