CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

გალაქსი ქონსთრაქშენი

პროდუქტი: ლოგო, კორპორატიული ბრენდინგი და ვებ გვერდი

დამკვეთი: შპს. გალაქსი
სააგენტო: კონექტი

კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
ლოგოს დიზაინი და ბრენდინგი: თორნიკე ბოკუჩავა
ვებ დიზაინერი: ნიკა ბუთურიშვილი

პროგრამირება: დავით სავანელი, გიორგი მოსაშვილი
პროექტის მენეჯერი: ნათია სუხიტაშვილი

www.galaxygroup.ge
დამკვეთის ბრიფი:
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „გალაქსი ქონსთრაქშენის“ მიზანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე შექმნას ხარისხის მაღალი სტანდარტი, რაც მშენებლობის ინოვაციური ხედვით მიიღწევა. ჩვენი სურვილია კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნას ლოგო, კორპორაციული ბრენდინგი და ვებსაიტი.

დიზაინის ფილოსოფია:
ფერები, რომლებიც კორპორაციული ბრენდინგისათვის შეირჩა, ნაკარნახევია თავად კომპანიის სახელისაგან, რაც ასოცირდება უსასრულო კოსმოსთან, მარადიულობასა და მუდმივ სიახლესთან. მისი ლოგო კი წარმოადგენს კომპანიის სიმბოლოს, რომელიც ერთგვარი ტიპოგრაფიკული ვიზუალით გვიჩენს სიმყარისა და სანდოობის განცდას. სწორედ ეს განცდა არ გვტოვებს კომპანიის ვებგვერდის თვალიერებისას, სადაც ერთმანეთთან ძლიერ კავშირშია ინფორმაციული ხასიათი, ფერადოვნება და საიტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი გამართული სისტემა.
გალაქსი ქონსთრაქშენი გალაქსი ქონსთრაქშენი

share