CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ლეგა

პროდუქტი: ვებ გვერდი

დამკვეთი: შპს „ლეგა ენდევორ ედვაიზორი“
სააგენტო: კონექტი

ვებ დიზაინერი და კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
გრაფიკული დიზაინერი: ეთო გზირიშვილი
ანიმაცია: ლევან კვარაცხელია

პროგრამირება: ნიკა ჭითანავა
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე lega.ge
დამკვეთის ბრიფი:
საკონსულტაციო კომპანიის „ლეგა“ შექმნის მთავრ მიზანს წარმოადგენს ბიზნესის განვითარება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის დაძლევა თუ სხვაგვარი მხარდაჭერის გაწევა. „ლეგა“ ერთნაირი წარმატებით თანამშრომლობს როგორც დამწყებ და უკვე შემდგარ ბიზნესმენებთან, ასევე პარტნიორობას უწევს უცხოურ ინვესტორების ქართულ ბაზარზე შემოსვლასა და დამკვიდრებას.

დიზაინის ფილოსოფია:
„ლეგას“ ვებსაიტი განეკუთვნება იმ პროექტთა ჯგუფს, რომელიც შეიქმნა კომპანიის ინდივიდუალური სულის მაქსიმალური განცდითა და ხაზგასმით, რისი შესაძლებლობაც მოგვცა მხატვარ გიორგი (გოგი) კვერნაძის საოცრად საინტერესო და გამორჩეული ნახატების გარდაქმნამ ვებსაიტის კონცეფციად. გვერდების განლაგების სისტემად ავირჩიეთ ერთგვარი საფეხურეობრივი წყობა, რაც ვებსაიტს ხდის სივრცულსა და ქმნის მასში უშუალოდ გადაადგილების ილუზიას. თითოეული საფეხურის გავლისას ვხვდებით ნახატების თვალისმომჭრელ მოძრაობას, რომელთა პლასტიკაც ვებსაიტის სტუმართა აღქმაში ტოვებს მძაფრ შთაბეჭდილებას, რაც განსაკუთრებულ კავშირს აჩენს მომხმერებელსა და კომპანიას შორის.
ლეგა ლეგა

share