დამკვეთის ბრიფი:
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნა ემსახურება ფოტოგრაფიისა და ვიზუალური კულტურის განვითარებას და არსებული მდიდარი მასალის ერთ პლატფორმად ქცევას. ჩვენი სურვილია შეიქმნას მუზეუმის ლოგო, ბრენდინგი და ვებსაიტი, სადაც შესაძლებელი იქნება მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტების სისტემატიზება.
დიზაინის ფილოსოფია:
ბამბუკის ტყის შრიალში ჩაკარგული მუზეუმი - იდეიდან დამაინტრიგებელი კონცეფციისა და საინტერესო ვიზუალური კომუნიკაციის შექმნა არის ის პროცესი, რომელიც კონექტმა გაიარა თფმმ-ზე მუშაობისას. ჩვენმა გუნდმა მუზეუმის ვებსაიტი დაინახა, როგორც ორიგინალური, მარტივად სამართავი და ცოტათი იდუმალი გამოსახულება, რასაც მთავარ გვერდზე დატანილი ტიპოგრაფიკული ლოგო ქმნის.
მუზეუმის ბრენდინგის შექმნისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ზოგადი კონცეფციის გარკვეულწილად მისტიკური ხასიათი, რომელიც ლოგოშივე ინტეგრირდა წერტილის სახით. ფუნქციური წერტილი, იგივე სფერო, წარმოადგენს ერთგვარ შესაძლებლობას, რომლის უკანაც იმალება მუზეუმის ფარგლებში მიმდინარე საინტერესო, უამრავი ამბითა და თავგადასავლით სავსე ცხოვრება.
კონექტის შექმნილი მუზეუმის ვებსაიტი დაჯილდოვებულია საერთაშორისო პრესტიჟული პლატფორმა awwwards.com- ის მიერ.
დამკვეთი: შპს თბილისი ფოტო ფესტივალი
• ლოგო და ბრენდინგი (Logo/Branding)
• ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)
• ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
• ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
• ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
• ვებ სერვერის მხარდაჭერა (VPS Support)
TPMM.GE