15.08.2015
თბილისმა პირველად 15 – 16 აგვისტოს ორდღიან საერთაშორისი ციფრულ კონფერენცია Future Georgia-ს უმასპინძლა. 20-ზე მეტმა გამომსვლელმა 5 სხვადასხვა ქვეყნიდან დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბრენდინგის, მარკეტინგის, ციფრული მედიის მიმართულებით გაუზიარა. რაც ყველაზე მთავარია, ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობასა და როლზე. კომპანია Connect-ი წლებია წარმატებით მოღვაწეობს თანამედროვე, ინოვაციური ინტერნეტ და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში და შესაბამისად, ჩვენი კომპანია Future Georgia-ს ერთ-ერთი პარტნიორი იყო. უცხოელ გამომსვლელებს შორის იყვნენ COUB-ის, Look At Media -ს და სხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართველმა გამომსვლელებმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მისცეს დაენახათ განსხვავებები განვითარების რა ეტაპზეა ზემოთ ნახსენები მიმართულებები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით.
FG-მ დამსწრე საზოგადოებას მისცა უნიკალური შანსი დაემყარებინა ხანგრძლივი სამუშაო კომუნიკაცია მსოფლიოში მოწინავე კომპანიების წარმომადგენლებთან და ჩართულიყვნენ ახალ პროექტებში.
Future Georgia-მ შექმნა ძლიერი საფუძველი ცოდნის, გამოცდილების გაზიარების და ახალი პროექტების შესაქმნელად.