CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ყველა ანიმატორი ხელოვანია, რომელიც უზომოდ შეყვარებულია საკუთარ საქმეზე.

06.07.2016
ეს არის ნიჭი, რომელიცადამიანს დაბადებიდან მოგყვება თუ შესაძლებელია ანიმაციის შესწავლა
ანიმაციის შესწავლა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა ანიმირების პროცესი დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. თითოეული წამის დამუშავებას სხვადასხვა ეტაპის გავლა სჭირდება, სანამ საბოლოო ანიმაციად იქცევა. ამ პროცესმა შეიძლება კვირები და თვეები გასტანოს. რა თქმა უნდა, ნიჭიც მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი თუ ბევრი არ იშრომა ამ საქმეში სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.

რა ხდის ანიმატორის პროფესიას ყველაზე საინტერესოს
ანიმატორობა ძალიან საინტერესო პროფესიაა. ის გაძლევს საშუალებას ნებისმიერი ნახატი, იქნება ეს ბუჩქი, პერსონაჟი თუ ნებისმიერი უსულო საგანი, გააცოცხლო და გააკეთებინო ისეთი რამ, რაც რეალობისგან აბსოლუტურად გამიჯნული იქნება. მოკლედ რომ ვთქვა, შესაძლებლობა გეძლევა გასაქანი მისცე ფანტაზას და ეს ყველაფერი სხვებს დაანახვო.

დღევანდელ კონკურეტულ გარემოში, რამდენამ მარტივია რაიმე გასნხავვებულის შექმნა
დღესდღეობით, ანიმაცია საკმაოდ გავრცელებული პროფესიაა და ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანია ამ სფეროში, ეს კი ართულებს შემოქმედებით პროცესს. ანიმაციის შესრულებაზე რთული მოფიქრების და დაგეგმვის პროცესია, რა მოძრაობა გააკეთებინო პერსონაჟს და როგორ შეიძლება მაყურებლამდე მიიტანო სათქმელი. შესაბამისად, განსხვავებული პროდუქტის შექმნა დღევანდელ კონკურენტულ გარემოში საკმაოდ რთული და შრომატევადია

არჩევანის შემთხვევაში, რომელ არტისტთან ერთად ისურვებდი მუშაობას და რომელია შენთვის გამორჩეული ანიმაციური ფილმი, რომელმაც გავლენა იქრონია შემოქმედებაზე
დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი “Sony Animation Studios-ში”, რადგან მათ აქვთ ანიმაციის სპეციფიკური სტილი და ჩემთვის მათ ანიმატორებთან მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი იქნებოდა. განსაკუთრებით მომწონს მათი ერთ-ერთი ნამუშევარი “Cloudy with a chance of meatballs”, სადაც საოცარი ფანტაზია არაჩვეულებრივი ანიმაციური სტილით არის გადმოცემული.

რით განსხვავდება ანიმაციურ ფილმზე და რეკლამაზე მუშაობის სპეციფიკა
სპეციფიკურობით ანიმაციურ ფილმზე და რეკლამაზე მუშაობის პროცესი დიდიად არ განსხვავდება. სხვაობა მხოლოდ დროშია, რომელიც ანიმაციურ ფილმს ბევრად მეტი სჭირდება ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე,

რა არის ყველაზე რთული ანიმატორის პროფესიაში
ყველაზე რთული ანიმატორის პროფესიაში არის 24 საათიანი მიჯაჭვულობა სამუშაოსთან. თუ გინდა, რომ წარმატებული ანიმატორი იყო დღის განრიგში თავისუფალი დრო თითქმის არ უნდა გრჩებოდეს.

რა რჩევას მისცემდი დამწყებ ანიმატორებს
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დამწყებ ანიმატორებს ვურჩევდი, გამოიჩინონ დიდი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა, რათა მიაღწიონ სასურველ შედეგს. იმისათვის, რომ წარმატებულები და თავის საქმეში ძლიერები იყვნენ,  აუცილებელია იყვნენ მუდმივად ახლის ძიებაში და არ გაჩერდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განუვითარდებათ სპეციფიკური ხედვა. ანიმატორობა არ არის უბრალოდ პროფესია. ყველა ანიმატორი ხელოვანია, რომელიც უზომოდ შეყვარებულია საკუთარ საქმეზე.