CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

სრული მარკეტინგული მომსახურება საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციისათვის

18.03.2019
საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპამპანიასთან - „GOGC” მუშაობა, მისი მასშტაბური ხასიათისა თუ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევა იყო სრულიად „Connect“- ის გუნდისათვის. ერთობლივი მუშაობის პროცესში ჩვენ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა „GOGC”-ის საქმიანობის, სტატუსისა და ხასიათის გათვალისწინებით კორპორაციული ბრენდინგის შექმნა, რომელიც მოიცავს, ლოგოს, ვებსაიტსა და ვიდეოფროდაქშენს.

ლოგო, როგორც კომპანიის იმიჯის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, პასუხობს ამავე კომპანიის ხედვებსა და მიზნებს. მისი შინაარსი კი თავის თავში აერთიანებს და ერთ კონცეფციად კრავს, როგორც კომპანიის მულტი მიმართულებებსა და საერთაშორისო (მათ შორის ქართულ) საკრალურ სიმბოლოს მზისა და ენერგიის გამოსახატად, ასევე ჰარმონიულობასთან დაკავშირებულ ლოტუსის მოყვანილობის ნიშანს, რომელიც „Connect“- ის გუნდმა პარტნიორობის მნიშვნელობასა და კომპანიის პოლიტიკას დაუკავშირა.

ვებსაიტზე (www.gogc.ge)მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა ყველა ის თანამედროვე სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იქმნება მარტივი, გამართული სისტემისა(UX) და სწორი ვიზუალური კომუნიკაციის(UI) მქონე საიტი, რაც, თავის მხრივ, მორგებულია კომპანიის სურვილებსა და საჭიროებებზე, მეორეს მხრივ კი აადვილებს კავშირს კომპანიასა და აუდიტორიას შორის.

რაც შეეხება ჩვენ მიერ შექმნილ „GOGC”-ის ვიდეოს, იგი გვამოგზაურებს ქვეყნის 7 რეგიონში და ვხვდებით საქართველოს ულამაზესი ბუნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს შერწყმას, სადაც ნათლად ჩანს კორპორაციის მიერ უკვე დასრულებული თუ მიმდინარე პროექტები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც დატანილია ეკრანზე გამოტანილ საქართველოს რუკაზე და თხრობას ხდის გაცილებით თვალსაჩინოსა და მარტივად აღსაქმელს.