CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

CONNECT-ის შექმნილი „ანბანით მოთხრობილი საქართველო“

12.10.2017
დღეს, 2017 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს, როგორც 2018 წლის საპატიო სტუმარი ქვეყნის, პირველი წარდგენა ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე. CONNECT ამაყია იმ ფაქტით, რომ ლიტერატურული სამყარო საქართველოს სწორედ ჩვენს მიერ შექმნილი კონცეფციით, სლოგანითა და ლოგოთი გაიცნობს.

CONNECT-მა ფრანქფურტის ბაზრობისთვის მზადება ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო, როცა წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ შესარჩევ კონკურსში 15 მოწინავე კრეატიულ კომპანიას შორის ჩვენმა ნამუშევარმა გაიმარჯვა.
ჩვენთვის პროექტის კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოს შექმნა იყო დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. სამუშაოს დაწყებისთანავე შევთანხმდით, რომ იდეა და მასზე აშენებული კონცეფცია იქნებოდა უნიკალური, რადგან მისი ამომავალი წერტილი უნდა ყოფილიყო, ასევე უნიკალური, ქართული დამწერლობა.

ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტებით შვეცადეთ მაქსიმალურად წარმოგვეჩინა საქართველოს საინტერესო წარსულის და თანამედროვეობის შერწმა.
შეიქმნა ულამაზესი კონცეფცია, სლოგანი და ლოგო, რომლითაც ვფიქრობთ, რომ საქართველო ღირსეულად წარსდგება და ურყევად გაიტანს მსოფლიო ასპარეზზე თავის სულსა და ხასიათს. პროექტის კონცეფცია არის მოქნილი, მას არ აქვს მკვეთრი საზღვრები, რაც საშუალებას იძლევა განვითარდეს კომუნიკაციის ნებისმიერი მიმართულებით. სლოგანი წარმოადგენს ძლიერ გზავნილს, რადგან სწორედ ამ ორი სიტყვის სიღრმეში დგას დანარჩენი საქართველო, ხოლო ლოგო, ანბანის 33 ასო-ბგერა, გადმოსცემს საქრთველოს 33 ისტორიას, 33 სიზმარს, 33 შეღებულ კარს...

უფრო ვრცელი ინფორმაციისათვის, პროექტის დეტალებსა და მის შემქნელ ჯგუფზე, იხილეთ MARKETER.GE-ს სტატია.