13.06.2016
რა არის შენი ნამუშევრების დამახასიათებელი ნიშნები
ბავშვური პერსონაჟები და ალბათ ის, რომ ჩემი პერსონაჟების უმეტესობა მე მგავს. თუმცა, ამას შეგნებულად არადროს ვაკეთებ.
რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ხატვის სტილზე
რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ხატვის სტილზე
წლების წინ, სკოლის ასაკში დიდი გავლენა იქონია იპონურმა ანიმაციამ და მანგებმა. ამ პერიოდის ნახატები მხოლოდ ანიმე/მანგა სტილში მაქვს შესრულებული. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების შემდეგ უფრო შევცვალე სტილი, ასევე გავლენა იქონია ჩემმა ახალმა შესაძლებლობამაც დამეხატა დიჯიტაიზერით. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემმა სამსახურმაც, რადგან კომერციული შეკვეთები აუცილებლად ახდენს გავლენას ნამუშევარზე, თუმცა ეს გავლენა ცუდად აისახება თუ კარგად, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
პროფესიული რჩევა, რომელიც მუდმივად გახსოვს
ყოველთვის მახსოვს ჩემი საყვარელი მხტავრის Lois van baarle -ს რჩევა, რომ ბევრი უნდა ვხატო და ყოველდღიურად ვაკეთო ჩანახატები, თუმცა სამწუხაროდ ამას ვერ ვასრულებ.
რამდენად მოქმედებს საკუთარი განწყობა ნამუშევრებზე
სამწუხაროდ, რთულია განწყობის გარეშე შექმნა კარგი ილუსტაცია, მაგრამ როდესაც კომერციულ შეკვეთებზე გიწევს მუშაობა, მაქსიმალურად უნდა შეეცადო რომ უარყოფითი ემოცია არ ჩადო ნამუშევარში.
რა არის მნიშვნელოვანი იმისთის, რომ განავითარო საკუთარი ხატვის სტილი
ბევრი, ბევრი ხატვა. უნდა გაავლო ზღვარი, რამდენად შეიძლება იქონიოს გავლენა შენზე სხვა არტისტებმა. ასევე უნდა მოსინჯო სხვდასხვა მიმართულება.
ყველაზე ხშირად, რა ხდება შენი ინსპირაციის წყარო
ყველაზე ხშირად, რა ხდება შენი ინსპირაციის წყარო
ინსპირაცია შესაძლოა ნებისმიერ ნივთში ან მოვლენაში იპოვნო. ყველაზე დიდი ინსპირაცია ჩემთვის ჩემი შვილია.
რამდენად ეთანხმები მოსაზრებას, რომ ილუსტრაციების შექმნა მხოლოდ კომერციის მიზნით ხდება და ეს არ არის ხელოვნება
რა თქმა უნდა არ ვეთანხმები.
რა რჩევებს მისცემ დამწყებ ილუსტრატორებს
უპირველესად, ძალიან უნდა უყვარდეთ ეს საქმე, ბევრი იმუშაონ და დეტალებს მიაქციონ ყურადღება.