CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ოთხი ახალი ვებსაიტი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულთათვის

22.11.2019
2018 წლის ბიზნესდაჯილდოების 4 გამარჯვებულს კონექტმა ვებსაიტები დაუმზადა. 

ბიზნეს დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული, წლის ქართული პროდუქტი, კომპანია გეფერინი, რომელიც წარმატებით გადის ექსპორტზე 11 ქვეყანაში, ახალი ვებგვერდის შექმნით დაინტერესდა, რაშიც მას CONNECT-ი დაეხმარა. ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ „გეფერინის“ ბიზნესმოდელი და შევქმენით მათ საჭიროებებზე მორგებული კონცეფცია.

წლის ტურისტული ბიზნესი - Ecotours Georgia-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საიტის ვიზუალური მხარე. ამიტომ დიზაინის მთავარ ელემენტებად გამოვიყენეთ მათი უნიკალური ფოტო არქივი. ასე შეიქმნა ახალი ვებგვერდი, რომელზეც შეგიძლია მიიღო ყველანაირი ინფორმაცია კავკასიურ ფრინველებზე და ასევე, EcoTours-სთან ერთად დაგეგმო ტურები მათზე დაკვირვებისათვის.

თიბისი ბიზნესმა წლის სტარტაპად კომპანია „თი-ერ-სი“ დაასახელა, რომელსაც უჩვეულო და ძალიან სასარგებლო ბიზნესი აქვს. ისინი გადაამუშავებენ ძველ და გამოუსადეგარ საბურავებს, მიღებული მასალისგან კი კაუჩუკს ამზადებენ, რომელსაც სპორტული მოედნების მოსაწყობად იყენებენ. ჩვენ შევქმენით საიმიჯო-მარკეტიგული ვებგვერდი, რომელიც ხაზს უსვამს ბიზნესის ინოვაციურობას.

დაჯილდოების კიდევ ერთი გამარჯვებული - „სანტა“ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს, ყველს აწარმოებს, რომელიც წარმატებით იყიდება სუპერმარკეტებში „ალპიას“ სახელით. ვებგვერდი შემეცნებითი და ინფორმაციული უნდა ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ალპია ბევრ საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას, საჭირო იყო საიმიჯო საიტის შექმნა, რომელიც მორგებული იქნებოდა სხვადასხვა მოწყობილობებზე, რაც კონექტის გუნდმა წარმატებით შეასრულა