Image alt text

მოედანი

პარტნიორი

მოედანი

დამკვეთი:შპს ტიფლის პიაცა

  • ლოგო და ბრენდინგი (Logo/Branding)
  • ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)
  • ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
  • ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
  • ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
Image alt text
Image alt text

ჩვენ შევქმენით მომხმარებლისათვის მარტივი და მოსახერხებელი ვებსაიტი, რომელიც სრულად მორგებულია ყველა მოწყობილობაზე და სრულად პასუხობს პროექტის კონცეფციას.

 

"მოედანზე" მუშაობა, მისი კონცეფციიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდისათვის საკმაოდ საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. ჩვენი ამოცანა იყო, შეგვერჩია სახელი და შეგვექმნა ისეთი ლოგო, ბრენდინგი და ვებსაიტი, რომელიც პროექტის კონცეფციას ნათლად ასახავდა.

Naming:

დიდხნიანი ფიქრის შედეგად შევარჩიეთ სახელი "მოედანი". ეს სახელი შეირჩა პროექტის ლოკაციიდან და კონცეფციიდან გამომდინარე. მოედანი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს განსხვავებული ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს - კულტურუ/შემეცნებითს, გასართობსა და სამუშაოს. თავისი კონცეფციით,მოედანი მულტიკულტურული და მულტინაციონალურია. როგორც ძველ ტფილისში, დღესაც, ავლაბრის შუაგულში იარსებებს ადგილი, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან, ერთად გაატარებენ დროს, გაიგებენ სიახლეებს და ერთად მოუსმენენ ისტორიული ქალაქის გულისცემას.

Branding:

ბრენდინგზე მუშაობისას ჩვენ შევქმენით არა მხოლოდ სახელი, ლოგო ან ბრენდბუქი, ჩვენ შევქმენით მოედნის სრული კონცეფცია და მისი ხასიათი.