დამკვეთის ბრიფი:
დიდი გამოცდილებისა და სამტავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი ნაყინის ბრენდი „პინგო“ წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულითა და მაღაკლი ხარისხის შესაბამისი გარემო პირობებით ნაწარმოებ პროდუქტს. ჩვენი სურვილია კომპანიისათვის შეიქმნას ვებ გვერდი და სრული ბრენდინგი.
დიზაინის ფილოსოფია:
პატარა, ლოყაწითელი, მომხიბვლელი პინგვინი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, არის კომპანიისათვის „პინგო“ შექმნილი პერსონაჟი, რომელიც წარმოადგენს ამავე კომპანიის მხიარული და ფერადი კამპანიის ნაწილს. პატარა არსებას შეხვდებით ვებსაიტზეც, რომლის მრავალფეროვანი, ცოცხალი და მხიარული ვიზუალიც მარტივად დასამახსოვრებელი და ადვილად ამოსაცნობია როგორც უფროსებისათვის, ასევე პატარებისთვისაც. საერთო მხიარულების განუყოფელი ნაწილია მრავალფეროვანი, უნიკალური შეფუთვა თითოეული ნაყინის სახეობისათვის, რომელიც ხალისიანი, მომხიბვლელი მოძრაობებით, თითქოს, პოზირებენ მაუსის მიტანისთანავე.