მარკეტინგი არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებას, არამედ ბიზნესსა და მომხმარებელს შორის არსებულ მთავარ ხიდს წარმოადგენს. ის განსაზღვრავს ბრენდის იდენტობას, წარმოაჩენს მის პოზიციას ბაზარზე და ქმნის კონკურენტულ უპირატესობებს.
ჩვენ ვართ მარკეტინგული სააგენტო, რომელიც ბიზნესს განვითარებისთვის საჭირო სერვისების სრულ პაკეტს სთავაზობს. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ ცალკეულ პროდუქტებს – ჩვენ ვქმნით ერთიან, ძლიერ სტრატეგიას, სადაც ყველა დეტალი, თქვენს წარმატებას განსაზღვრავს.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
- სტრატეგია და ნეიმინგი: ბრენდის პოზიციონირება, ბაზრის ანალიზი და დასამახსოვრებელი სახელის შერჩევა.
- ბრენდინგი: ლოგოს შექმნა, კორპორატიული სტილისა და სრულყოფილი ბრენდბუქის შემუშავება.
- ვებ-დეველოპმენტი: ვებსაიტის დამზადება, დიზაინის შემუშავება და ტექნიკური მხარდაჭერა (ვებ ჰოსტინგი).
- ციფრული მარკეტინგი: SEO, Google Ads და სოციალური მედიის მართვა.
- კონტენტის შექმნა: კრეატიული გრაფიკული დიზაინი და პროფესიონალური ვიდეო გადაღება.
ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს ადასტურებს, ისეთი კომპლექსური და წარმატებული პროექტები, როგორიცაა:
- ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შექმნილი კამპანია;
- თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის პროექტი;
- ინოვაციური ციფრული პლატფორმები წამყვანი სამშენებლო კომპანიებისთვის.
ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ ერთიან გუნდს, რომელიც ყველა მარკეტინგულ საჭიროებას ფარავს. ეს გიზოგავთ დროს, რესურსს და უზრუნველყოფს, რომ თქვენი ბრენდის გზავნილი ყველა პლატფორმაზე თანმიმდევრული და ძლიერი იყოს.
CONNECT ესაა ადგილი, სადაც კრეატიულობა და შედეგებზე ორიენტაცია მუდმივ თანხვედრაშია.
დაიწყეთ თქვენი ბიზნესის ტრანსფორმაცია ჩვენთან ერთად. ამისთვის კი, უბრალოდ – მოგვწერეთ, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 📞 032 2 47 07 70