სოც. მედიის მართვა

Image alt text

 

დღესდღეობით, სოციალური მედიის გარეშე, მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, წარმოუდგენელია. სოციალური მედიის მთავარი დანიშნულებაა – მუდმივი კავშირი შეინარჩუნოს მომხმარებელთან და მომსახურება მათ საჭიროებებსა და მოლოდინებს მოარგოს.   

 

CONNECT-ის გუნდი, სოციალური მედიის სტრატეგიას, სამ ფუნდამენტურ პრინციპზე აგებს:  

 

  • ვიკვლევთ და ვაანალიზებთ თქვენი აუდიტორიის რეალურ საჭიროებებს.
  • ვნერგავთ უახლეს ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებს.
  • ვქმნით ინდივიდუალურ და კრეატიულ კონტენტს, რომელიც თქვენს ბრენდს გამოარჩევს.

 

ჩვენ გთავაზობთ სოციალური მედიის მართვის სრულყოფილ პაკეტს, რომელიც თქვენს ბიზნესს, ციფრულ სამყაროში, მყარ პოზიციებს დაუმკვიდრებს:

 

სტრატეგიული მართვა (Facebook, Instagram, TikTok): ჩვენ ვმართავთ თქვენი კომპანიის გვერდებს ყველაზე აქტუალურ პლატფორმებზე. ვზრუნავთ ერთიანი ბრენდინგის შენარჩუნებაზე, ვადგენთ საკომუნიკაციო ტონს, ვზრდით აუდიტორიის ჩართულობასა და ლოიალობას.

 

გვერდების შექმნა და განვითარება: თუ ახლა იწყებთ საქმიანობას, ჩვენ ნულიდან შეგიქმნით პროფესიონალურ გვერდებს და შევიმუშავებთ მათი განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას.

 

კრეატიული კონტენტის შექმნა (დიზაინი და ქოფირაითინგი): ჩვენი გუნდი ქმნის როგორც ვიზუალურად მიმზიდველ გრაფიკულ მასალას (პოსტები, სთორები, Reels), ისე საინტერესო და გაყიდვებზე ორიენტირებულ ტექსტებს, რომლებიც თქვენი აუდიტორიის ენაზე საუბრობენ.

 

Motion & Graphic Design: ჩვენ ვქმნით უნიკალურ ვიზუალურ სტილს, რომელიც თქვენს ბრენდს გამორჩეულს და დასამახსოვრებელს გახდის. ჩვენი დიზაინის გუნდი, პროფესიონალურად ფლობს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა Adobe Illustrator, After Effects და Premiere Pro, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ როგორც სტატიკური, ისე დინამიკური გრაფიკული ვიდეო/ანიმაციები თქვენი გვერდებისთვის.

 

ციფრული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება: ვგეგმავთ და ვახორციელებთ მიზნობრივ სარეკლამო კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ბრენდის ცნობადობის გაზრდის, ახალი პროდუქტის/სერვისის პოპულარიზაციისა თუ გაყიდვების სტიმულირებისკენ.

 

ლიდების გენერაცია: სტრატეგიულად ვმართავთ კამპანიებს, რათა მივიღოთ პოტენციური მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაცია (ლიდები) და გადმოგცეთ ისინი შემდგომი კომუნიკაციისთვის.

 

აუდიტორიასთან კომუნიკაცია (Community Management): უზრუნველვყოფთ მომხმარებლების კომენტარებსა და შეტყობინებებზე დროულ და პროფესიონალურ პასუხს. ვქმნით აქტიურ და ლოიალური მომხმამრებლების წრეს, თქვენი ბრენდის გარშემო.

 

ყოველთვიური ანალიზი და რეპორტინგი: ყოველთვიურად გაწვდით დეტალურ და გამჭვირვალე რეპორტს, სადაც ასახულია კამპანიების შედეგები, გვერდის ზრდის დინამიკა და მიღწეული შედეგები. ეს საშუალებას გვაძლევს, მუდმივად დავხვეწოთ სტრატეგია და მოვახდინოთ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია.

 

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ იღებთ არა მხოლოდ ცალკეულ სერვისებს, არამედ სრულყოფილ გუნდს, რომელიც თქვენი ბრენდის ციფრულ წარმატებაზე ზრუნავს. 

 

ასე რომ – თუ გსურთ, თქვენი კომპანია სოციალურ ქსელებში ახალ სიმაღლეებზე აიყვანოთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 📞 032 2 47 07 70