ვებსაიტი კომპანიის სანდოობის გაზრდასა და მისი პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. ესაა მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც ახალი კლიენტების მოზიდვაში, გაყიდვების ზრდასა და კონკურენტულ ბაზარზე პოზიციების გამყარებაში გეხმარებათ.
ჩვენთან, CONNECT-ში, ვებსაიტის დამზადება გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული პროცესია, რომელიც თქვენი მიზნების მისაღწევად დეტალურად სრულდება:
- სტრატეგია და დაგეგმვა: ჩვენ საფუძვლიანად ვეცნობით თქვენს ბიზნესს, დასახულ ამოცანებს და სამიზნე აუდიტორიას.
- ამ ეტაპზე ვქმნით ტექნიკურ დავალებას, რომელიც მომავალი ვებსაიტის მყარი საფუძველია.
- ამ ეტაპზე ვქმნით ტექნიკურ დავალებას, რომელიც მომავალი ვებსაიტის მყარი საფუძველია.
- მომხმარებელზე მორგებული დიზაინი (UX/UI): ვქმნით არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველ, არამედ ინტუიციურ და მარტივად აღსაქმელ დიზაინს. ვზრუნავთ, რომ მომხმარებლის გამოცდილება (UX) უნაკლო, ინტერფეისი (UI) კი – თანამედროვე და ფუნქციური იყოს.
- დეველოპომენტი: ჩვენი დეველოპერები დიზაინს სრულყოფილ ვებსაიტად აქცევენ. ვწერთ კოდს, ვაკეთებთ ოპტიმიზაციას და უზრუნველვყოფთ მის გამართულ მუშაობას ნებისმიერ მოწყობილობაზე (Responsive Design).
- ტესტირება და QA: გაშვებამდე თქვენი ვებსაიტი მრავალეტაპიან ტესტირებას გადის, რათა ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზი აღმოვფხვრათ და საიტმა სტაბილურად იმუშაოს.
- კონტენტი და ძიების ოპტიმიზაცია (On-Page SEO): ვტვირთავთ საწყის კონტენტს, ვაკეთებთ შიდა ოპტიმიზაციას და ვამზადებთ საიტს Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში პოზიციონირებისთვის.
- მართვის სისტემის ტრენინგი და მხარდაჭერა: საიტის ჩაბარების შემდეგ, გიტარებთ ტრენინგს მისი მართვის სისტემის მარტივად გამოსაყენებლად და ყოველთვის მზად ვართ, ტექნიკური მხარდაჭერა გაგიწიოთ.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, ისეთი კომპლექსური პლატფორმები, შეგვექმნა როგორიცაა JTI Club-ის საბონუსე სისტემა და "ანაგის" კორპორატიული ვებსაიტი. ჩვენი ნამუშევრები tpmm.ge და winehistory.ge კი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, Awwwards-ის მფლობელია, რაც ჩვენი გუნდის კრეატიულობასა და პროფესიონალიზმს ადასტურებს.
ამ და სხვა ნამუშევრებს შეგიძლიათ ჩვენს პორტფოლიოში გაეცნოთ, რათა დარწმუნდეთ ჩვენს გამოცდილებასა და კომპეტენციაში.
თუ საიტის დამზადება გაქვთ გადაწყვეტილი, ნებისმიერ დროს მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 📞 032 2 47 07 70.
ჩვენი გუნდი მუდამ მზადაა ახალი გამოწვევებისთვის.