როგორ გავაუმჯობესოთ ვებსაიტის პოზიცია საძიებო სისტემებში?

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

22.04.2025

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

SEO-ს (ვებსაიტის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას) ორი ძირითადი მხარე აქვს, On-Page და Off-Page. ორივე თანაბარ ყურადღებას მოითხოვს და მათ შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია. რაც შეეხება იმას, თუ რისგან შედგება ისინი ცალ-ცალკე:

seo-ოპტიმიზაცია

On-Page SEO (შიდა ოპტიმიზაცია)

on-page SEO ანუ შიდა ოპტიმიზაცია, ესაა ყველაფერი, რაც უშუალოდ თქვენს ვებსაიტზე ხდება და რაც მოიცავს:

 

  • გვერდების სათაურებს  ქივორდები (ის საკვანძო სიტყვები, რომლებსაც მომხმხარებლები საძიებო სისტემიდან მოყვებიან) ბუნებრივად უნდა იყოს გამოყენებული, და არ უნდა ცდილობდეს საძიებო სისტემის “მოტყუებას”.
  • აღწერებს  მოკლე, საინტერესო აღწერები, რომლებიც ძიების შედეგებში უნდა გამოჩნდეს და მომხმხარებელი დააინტერესოს.
  • ლინკებს  მარტივი და ქივორდებზე დაფუძნებული მისამართები, რაც მომხმხარებელში სანდოობას უნდა აღძრავდეს.
  • კონტენტს  ხარისხიანი, უნიკალური და ქივორდებზე მორგებული კონტენტი. (მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გუგლი პლაგიატს არ წყალობს. მას თავისი წესები აქვს და მკაცრად აკონტროლებს მის დაცვას.)
  • შიდა ლინკებს  ერთი გვერდიდან მეორეზე გადამისამართებები, საიტის ერთგვარი შიდა რუკა, რაც გუგლს მისი (ვებსაიტის) სტრუქტურის გაგებაში ეხმარება.
SEO-მომსახურება

Off-Page SEO (გარე ოპტიმიზაცია)

off-page SEO ანუ გარე ოპტიმიზაცია, ესაა ოპტიმიზაცია, რომელიც ვებსაიტის გარეთ ხდება და გუგლის თვალში უმნიშნელოვანეს როლს ასრულებს. ზოგადად, საძიებო სისტემებისთვის ლინკებს ერთგვარი რეკომენდაციის როლი აქვს. სწორედ ეს “რეკომენდაციები” განსაზღვრავს კონკურენტებთან მიმართებაში, რომელ პოზიციაზე დააყენებს გუგლი თქვენს სასიტს, როდესაც მომხმხარებელს ძიების შედეგებს შესთავაზებს. 

 

SEO-ს გარე ოპტიმიზაცია მოიცავს:

  • ლინკბილდინგს (link building)  რაც უფრო მაღალი ავტორიტეტის მქონე საიტი (Forbes, BBC და სხვა) მოიხსენიებს თქვენს ვებგვერდს (ბლოგში, სტატიაში), მით უფრო მაღალი შანსია, რომ გუგლმა თქვენი საიტი სანდოდ აღიქვას. 
  • გესთ პოსტინგს (guest posting)  თქვენი სტატიის გამოქვეყნება სხვა საიტებზე, სადაც თქვენი ვებსაიტის ლინკი იქნება ჩართული. გესთ პოსტინგი, ზოგადად, ორივე მხარისათვის სასარგებლოა. “მასპინძელი საიტი” იღებს კონტენეტს, თქვენ კი გარე ოპტიმიზაციას.
  • ლინკის ფორმას – გუგლს ათწლეულების გამოცდილება და კარგად შემუშაევბული სისტემა აქვს. გამოცდილებამ აჩვენა რომ ის მეტად აფასებს ქივორდებზე მიბმულ ლინკებს  (მაგ. "საუკეთესო ვებსაიტების  დამზადება”), ვიდრე უბრალოდ ე.წ. შიშვლელ ლინკებს (naked URL) "www.connect.ge".

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ გუგლის თვალში ყველა ლინკი ერთნაირად არ ფასობს! სტატიის შიგნით ჩასმული ლინკი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სადმე კომენტარებში დადებული. ბევრი საიტი უბრალოდ თიშავს ფუნქციას, რომელიც გუგლს კომენტარებში დაწერილ ლინკზე წვდომას აძლევს. უფრო სწორად კი, რეკომენდაციას გასცემს საძიებო სისტემის მიმართ, აღნიშნული ლინკს SEO-სთვის უმნიშვნელო ყურადღება დაუთმოს. გუგლი ასეთ, ე.წ. no-follow ლინკებს არ ითვალიწინებს. ამიტომ ყოველთვის do-follow ლინკებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. სწორედ ესაა საძიებო სისტემაში უფრო მაღლა ასვლის და თქვენთვის პრიორიტეტის მონიჭების ერთ-ერთი გასაღები.

ტექნიკური-SEO

ტექნიკური SEO

ამ ყველაფერთან ერთად, უნდა აღინიშნოს ტექნიკური SEO-ს მნიშნელობა და არსი. ტექნიკური SEO არის ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც ვებ-გვერდის ტექნიკური ასპექტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რათა ის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს საძიებო სისტემებისთვის. 

 

ეს მოიცავს შემდეგს:

  • ვებ-გვერდის სიჩქარე: ვებ-გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე მნიშნელოვანია როგორც მომხმარებლებისთვის ისე საძიებო სისტემებისთვის. სწრაფი ვებ-საიტები გუგლის ძიების შედეგებში უფრო მაღალ პოზიციებს იკავებენ.
  • მობილურთან თავსებადობა: გუგლის ინფორმაციით, საძიებო სისტემას მომხმარებელთა უმრავლესობა მობილური ტელეფონებიდან სტუმრობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდი მობილურ მოწყობილობებზეც იყოს მორგებული.
  • ვებ-გვერდის სტრუქტურა: ვებ-გვერდის სტრუქტურა უნდა იყოს მკაფიო და მარტივი, რათა საძიებო სისტემებმა ადვილად გაიგონ მისი შინაარსი.
  • უსაფრთხოება (HTTPS): Hypertext Transfer Protocol Secure არის უსაფრთხო პროტოკოლი, რომელიც ვებ-გვერდსა და მომხმარებლებს შორის ინფორმაციის გაცვლას მესამე პირებისგან იცავს. საძიებო სისტემები HTTPS-ით დაცულ ვებ-გვერდებს უფრო მეტად ენდობიან და პრიორიტეტსაც ანიჭებენ.

ტექნიკური SEO – საძიებო სისტემაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

 

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ ვებსაიტის SEO ოპტიმიზაცია, არა მხოლოდ ორგანულ ვიზიტორებს მოიზიდავს, არამედ უფრო ეკონომიურიცაა, ვიდრე მუდმივი ძვირადღირებული რეკლამები. შიდა და გარე ოპტიმიზაციის ბალანსი კი გადამწყვეტია საძიებო სისტემების პირველ გვერდზე მოსახვედრად. 

 

გახსოვდეთ: ვებსაიტი SEO-ს გარეშე, ეს იგივეა, რაც საუკეთესო მაღაზია უდაბნოში გახსნათ, იქ  სადაც ქარიც ვერ მოგაგნებთ.

 

თუ თქვენც გსურთ ვებ-საიტის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია და SEO-ს სტრატეგიის შემუშავება – მოგვწერეთ  ან დაგვირეკეთ 📞 032 47 07 70

სხვა ბლოგები