ბიზნესების უმეტესობა ონლაინ კომერციაში შესვლას მარტივი, მზა პლატფორმებით იწყებს (როგორიცაა Shopify ან WooCommerce). ეს ლოგიკურია. მსგავსი პლატფორმები არ საჭიროებს საწყის დიდ კაპიტალს, რაც მაგალითად სტარტაპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, როდესაც კომპანია იზრდება, იზრდება მისი ამბიციები და, რაც მთავარია, ბიზნესის უნიკალური მოთხოვნებიც.
განვითარებასთან ერთად დგება დრო, როცა მზა პლატფორმები (მათი ფიქსირებული ფუნქციონალითა და სააბონენტო საკომისიოებით) კომპანიის ზრდის მთავარ შემაფერხებლად იქცევა. ეს ის მომენტია, როდესაც Custom Development აუცილებლობა ხდება. ანუ, ისეთი ოლნაინ მაღაზის შექმნა, რომელიც თქვენი ბიზნესისის ყველა ნიუანსს მოერგება და მის კონკურენტულ უპირატესობას განაპირობებს.