ინტერნეტის განვითარებამ და ტექნოლოგიების წინსვლამ ახალ შესაძლებლობეთან ერთად, ახალი საფრთხეებიც გააჩინა. კიბერუსაფრთხოება დღეს ფუფუნება აღარ არის და ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზრუნავია.
ავტორი: ზურა თეგერაშვილი
გამოქვეყნდა
15.10.2026
წაკითხვის დრო
0 წუთის საკითხავი
ინტერნეტის განვითარებამ და ტექნოლოგიების წინსვლამ ახალ შესაძლებლობეთან ერთად, ახალი საფრთხეებიც გააჩინა. კიბერუსაფრთხოება დღეს ფუფუნება აღარ არის და ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზრუნავია.
როდესაც ინტერნეტმა მასობრივი გავრცელება დაიწყო, ვირუსები და ჰაკერებიც მაშინვე გამოჩნდნენ. თავდაპირველად, მსგავსი პროგრამები ძირითადად ხუმრობის ან ენთუზიასტი პროგრამისტების მიერ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით იქმნებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც ინტერნეტში დიდმა ფულმა და კომერციულმა ინტერესებმა მოიყარა თავი, ჰაკერობა ორგანიზებულ და საკმაოდ შემოსავლიან კრიმინალურ ინდუსტრიად იქცა.
სტატისტიკა ნამდვილად დამაფიქრებელია. სხვადასხვა საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველდღიურად 30,000–ზე მეტი ვებსაიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი ხდება. უახლესი კვლევები კი აჩვენებს, რომ ინტერნეტ სივრცეში კიბერშეტევა საშუალოდ ყოველ 39 წამში ერთხელ ხორციელდება. დამწყები მეწარმეები ხშირად ფიქრობენ – "ჩემი ბიზნესი პატარაა, ჰაკერებს რატომ უნდა ვაინტერესებდე?" ეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში მითია, რადგან შეტევების უმეტესობა კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ არ არის მიმართული; ჰაკერები ავტომატიზებულ სკრიპტებსა და ბოტებს იყენებენ, რომლებიც დაუცველ ვებსაიტებს მთელ ინტერნეტში ეძებენ. მათთვის მთავარია "ღია კარი" იპოვონ, რომელსაც შემდგომში საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ.


ჩვენი დეველოპერული გუნდი ვებსაიტის შექმნისას არა მხოლოდ დიზაინსა და ფუნქციონალზე, არამედ უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებზე ზრუნავს. როდესაც საქმე დაცვას ეხება, ის რამდენიმე ძირითადი საფრთხე იკვეთება, რომელთა პრევენციაც ჩვენი გუნდის უპირველესი ამოცანაა:
1. SQL Injection (SQLi) – ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲘ ᲩᲐᲒᲓᲔᲑᲐ
ეს არის ერთ–ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული შეტევა. SQL Injection მაშინ ხდება, როდესაც საიტზე არსებული ფორმებიდან (მაგალითად, საძიებო ველი ან ავტორიზაციის ფორმა) ჰაკერი პირდაპირ მონაცემთა ბაზაში გზავნის მავნე კოდს. თუ საიტი სათანადოდ არაა დაცული, თავდამსხმელს შეუძლია წაშალოს, შეცვალოს ან მთლიანად ჩამოტვირთოს თქვენი მონაცემთა ბაზა – მომხმარებლების პირადი ინფორმაცია, პაროლები და ფინანსური მონაცემები. ჩვენი დეველოპერები ამისგან საიტს სპეციალური დაცული მოთხოვნების (Prepared Statements) გამოყენებით იცავენ, რაც მავნე კოდის ბაზამდე მიღწევას გამორიცხავს!
2. DDoS Attack – ᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲣᲠᲘ ᲒᲐᲓᲐᲢᲕᲘᲠᲗᲕᲐ
DDoS (Distributed Denial of Service) შეტევის მიზანი საიტის მუშაობის პარალიზებაა. ამ დროს ჰაკერი ათასობით ან მილიონობით ინფიცირებული კომპიუტერიდან (ბოტნეტიდან) ერთდროულად უამრავ მოთხოვნას აგზავნის თქვენს ვებსაიტზე. სერვერი ამხელა ნაკადს ვეღარ უძლებს და ითიშება. ბიზნესისთვის კი ეს დაკარგულ მომხმარებელს, გაჩერებულ გაყიდვებს და შელახულ რეპუტაციას ნიშნავს. DDoS–ისგან დასაცავად აუცილებელია სპეციალური ფილტრებისა და სერვისების (მაგალითად, Cloudflare) ინტეგრაცია, რომლებიც მავნე ტრაფიკს საიტამდე მიღწევამდე ბლოკავენ.
3. XSS Attack – ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲖᲔ ᲜᲐᲓᲘᲠᲝᲑᲐ
XSS (Cross-Site Scripting) შეტევის დროს ჰაკერი ვებსაიტზე (მაგალითად, კომენტარების ველში) მავნე სკრიპტს ტოვებს. როდესაც სხვა, ნამდვილი მომხმარებელი ამ გვერდზე შედის, სკრიპტი მის ბრაუზერში ეშვება და მის სესიას, ქუქი–ფაილებს (Cookies) ან სხვა პირად მონაცემებს იპარავს. ამ გზით თავდამსხმელს მომხმარებლის, ან უარეს შემთხვევაში, საიტის ადმინისტრატორის ანგარიშში შეუმჩნევლად შესვლაც კი შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საიტზე შეყვანილი და გამოტანილი ყველა ინფორმაციის მკაცრი ფილტრაცია.
4. CSRF – ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲘᲡ ᲒᲐᲧᲐᲚᲑᲔᲑᲐ
CSRF (Cross-Site Request Forgery) ესაა მზაკვრული შეტევა, რომლის დროსაც ჰაკერი მომხმარებელს (რომელიც უკვე ავტორიზებულია თქვენს საიტზე) აიძულებს, თავისივე ნების საწინააღმდეგოდ, კონკრეტული მოქმედება შეასრულოს. მაგალითად, ჰაკერმა შეიძლება გამოგიგზავნოთ მეილზე საეჭვო ბმული; თუ მასზე გადახვალთ, პარალელურად და თქვენგან მალულად, თქვენს ანგარიშზე შეიძლება პაროლი შეიცვალოს ან ტრანზაქცია განხორციელდეს. ამისგან თავდასაცავად დეველოპერები ე.წ. "CSRF ტოკენებს" იყენებენ – უნიკალურ, დროებით კოდებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოქმედება ნამდვილად მომხმარებელმა მოითხოვა და არა მესამე მხარემ.


მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მხარე დეველოპერების პასუხისმგებლობაა, ბიზნესის მფლობელებსაც აქვთ თავიანთი როლი საიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში:


კიბერუსაფრთხოება პროცესია და არა ერთჯერადი ქმედება. მომხმარებელთა ნდობის მოპოვება წლებს მოითხოვს, მის დასაკარგად კი ერთი წარმატებული კიბერშეტევაც საკმარისია. სწორედ ამიტომ, საიტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ბიზნესის განვითარების ფუნდამენტური ნაწილი უნდა იყოს!
თუ თქვენი კომპანიისთვის ვებსაიტის დამზადება გადაწყვიტეთ, ან არსებული ვებგვერდისთვის სანდო მხარდაჭერის გუნდს ეძებთ, დაათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო, შეაფასეთ ნამშევრები და მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე 📞 032 2 47 07 70