ციფრულ ეკოსისტემაში ნებისმიერი ბიზნესის წარმატება გამართულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე დგას. როდესაც კომპანია ახალი ვებგვერდის გაშვებას გეგმავს, ბიუჯეტის სწორად განაწილება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვა – რამდენად გამართლებულია იაფი ჰოსტინგი და ეს ავტომატურად დაბალ ხარისხს ხომ არ ნიშნავს?
ბიზნესები ხშირად ორი უკიდურესობის წინაშე დგებიან: ან უკიდურესად დაბალბიუჯეტიან, საეჭვო რეპუტაციის სერვერებს ირჩევენ და მუდმივად საიტის გათიშვის პრობლემას აწყდებიან, ან კოლოსალურ თანხებს იმ სერვერულ რესურსებში იხდიან, რომელთა ნახევარსაც რეალურად ვერ იყენებენ.
როგორც ჩვენს წინა ბლოგში – "რა უნდა იცოდეთ ვებ ჰოსტინგის არჩევისას?" – უკვე ვისაუბრეთ, რომ სერვერული მომსახურების შერჩევა მხოლოდ ტექნიკური ფორმალობა არ არის. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც თქვენი პლატფორმის სისწრაფეს, სტაბილურობასა და Google-ის საძიებო სისტემაში პოზიციონირებას განსაზღვრავს. დღეს კი დეტალურად განვიხილავთ, როგორ მუშაობს ვებჰოსტინგი, რა ტიპის სერვისები არსებობს ბაზარზე და როგორ უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი ხელმისაწვდომ ფასსა და უმაღლეს ხარისხს შორის.















