ციფრული პროექტის წარმატებისთვის, იქნება ეს – პირადი ბლოგი, E-commerce პლატფორმა თუ კორპორატიული ვებსაიტი, ხარისხიანი ვებ ჰოსტინგი აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. სწორად შერჩეული ჰოსტინგი თქვენი ვებსაიტის ის საძირკველია, რომელიც მის ხელმისაწვდომობას, სისწრაფესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თუმცა, უამრავი შემოთავაზების პირობებში, საუკეთესო ვარიანტის არჩევა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ამ ბლოგში იმ ძირითად ფაქტორებს განვიხილავ, რომლებიც თქვენი პროექტისთვის, შესაფერისი ჰოსტინგის შერჩევაში დაგეხმარებათ.
რა არის ვებ ჰოსტინგი?
მარტივად რომ ვთქვათ, ვებ ჰოსტინგი ესაა სერვისი, რომელიც თქვენს ვებსაიტს ინტერნეტში განათავსებს. როდესაც ვებგვერდს ქმნით, მისი ფაილების (ტექსტების, სურათების, ვიდეოების და ა.შ.) სპეციალურ კომპიუტერებზე შენახვა გჭირდებათ, რომლებსაც სერვერები ეწოდება. ჰოსტინგ სერვისის მიმწოდებელი კომპანიები სწორედ ამ სერვერებზე გამოგიყოფენ ადგილს და ყველა საჭირო ტექნოლოგიას უზრუნველყოფენ, რათა თქვენი საიტი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იყოს ხელმისაწვდომი.