ᲠᲝᲒᲝᲠ ᲘᲥᲛᲜᲔᲑᲐ ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘ?

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

22.10.2026

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

ბიზნესის წარმატება გამართული ონლაინ პლატფორმის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. როდესაც მომხმარებელი თქვენს ბრენდს საძიებო სისტემაში მოძებნის, პირველი შთაბეჭდილება სწორედ ვებსაიტით უნდა შეექმნას. თუმცა, ეკრანზე ნანახი ამ დახვეწილი ვიზუალისა და სწრაფი ანიმაციების მიღმა საკმაოდ კომპლექსური, მრავალეტაპიანი პროცესი იმალება.

 

ბევრისთვის ვებსაიტის შექმნა მხოლოდ ფერების შერჩევასთან ან პროგრამული კოდის წერასთან ასოცირდება. სინამდვილეში კი, თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებული ვებგვერდის დამზადება სტრატეგიული დაგეგმარების, დიზაინის, პროგრამირებისა და ინფრასტრუქტურული გამართვის ერთობლიობაა. ამ ბლოგპოსტში ნაბიჯ–ნაბიჯ გავყვებით გზას და ვნახავთ, როგორ გარდაიქმნება თავდაპირველი იდეა სრულფასოვან ციფრულ პროდუქტად.

media/202610224743-untitled-34.webp

1. ᲘᲓᲔᲐ, ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲓᲐ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲓᲐᲒᲔᲒᲛᲕᲐ

 

ნებისმიერი წარმატებული პროექტი კითხვების დასმითა და ანალიზით იწყება. სანამ დიზაინერი ან დეველოპერი სამუშაო პროცესში ჩაერთვება, აუცილებელია ვებსაიტის მთავარი ბიზნეს–მიზანი და სამიზნე აუდიტორია განისაზღვროს.

 

ამ ეტაპზე დგინდება:

 

  • რა არის პლატფორმის მთავარი ამოცანა – პროდუქციის ონლაინ გაყიდვა, კომპანიის პორტფოლიოს წარმოჩენა თუ პოტენციური კლიენტების (ლიდების) მოზიდვა?
  • ვინ არის მომხმარებელი, რა მოწყობილობას იყენებს და რა ინფორმაციას ეძებს ის პირველ რიგში?
  • რა ტექნიკური ფუნქციონალი დასჭირდება საიტს – ონლაინ გადახდები, ჯავშნის სისტემა, ჩატბოტი  თუ სპეციფიკური კალკულატორები?

 

ამ კვლევის საფუძველზე იქმნება ე.წ. "საიტის რუკა" (sitemap) და ტექნიკური დავალება, რომელიც მთელი პროექტის მთავარი გზამკვლევი ხდება.

 

2. ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ ᲓᲐ UX/UI ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ

 

როდესაც გეგმა უვკე მკაფიოა, იწყება მომხმარებლის გამოცდილებისა (UX) და ვიზუალური ინტერფეისის (UI) შექმნა. ამ ორი კომპონენტის სინთეზის გარეშე პროფესიონალური ვებსაიტის დამზადება შეუძლებელია.

 

პირველ ეტაპზე UX დიზაინერი ვებსაიტის "ჩონჩხს" – ე.წ. პროტოტიპს (Wireframe) ქმნის. ეს არის შავ–თეთრი სქემატური ნახაზი, სადაც თითოეული გვერდის იერარქია, მენიუს განლაგება და ე.წ. "მოწოდების ღილაკების" (Call-to-Action) პოზიცია განისაზღვრება. ამ ეტაპის მთავარი მიზანი ნავიგაციის მაქსიმალური გამარტივებაა – ვიზიტორმა სასურველ ინფორმაციას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, რამდენიმე წამში უნდა მიაგნოს.

 

პროტოტიპის დამტკიცების შემდეგ საქმეში UI დიზაინერი ერთვება. ის სქემატურ სტრუქტურას ბრენდის იდენტობას არგებს – არჩევს ფერთა პალიტრას, შრიფტებს (ტიპოგრაფიას), ღილაკების სტილსა და ვიზუალურ ეფექტებს. სწორედ ამ დროს იქმნება საიტის "რესპონსიული" დიზაინიც, რათა პლატფორმა, როგორც კომპიუტერის დიდ ეკრანზე, ისე მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე, თანაბრად მიმზიდველი და მოსახერხებული იყოს.

 

ვებსაიტის დამზადებავებსაიტის დამზადება

3. ᲓᲔᲕᲔᲚᲝᲞᲛᲔᲜᲢᲘ – ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘᲡ "ᲒᲐᲪᲝᲪᲮᲚᲔᲑᲐ"

 

დიზაინის დასრულების შემდეგ პროექტი პროგრამისტების გუნდთან გადადის. დეველოპმენტის ეტაპი ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: "Front-end" და "Back-end" პროგრამირებად:

 

  • Front-end დეველოპმენტი ესაა, რასაც მომხმარებელი უშუალოდ ხედავს და ეხება. დეველოპერი სტატიკურ გრაფიკულ ნახატს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქმედ, ინტერაქტიულ ვებგვერდად აქცევს. აქ იწერება ანიმაციები, მოძრავი ელემენტები და მოწმდება, რომ საიტი ყველა ბრაუზერში უშეცდომოდ გაიხსნას.
  • Back-end დეველოპმენტი კი პლატფორმის "უხილავი ძრავაა". ამ ეტაპზე იქმნება მონაცემთა ბაზები, იმართება სერვერული ლოგიკა, ხდება გარე სერვისების (მაგალითად, საბანკო გადახდების ან CRM სისტემების) ინტეგრაცია და ეწყობა სამართავი პანელი (CMS). 

 

4. ᲙᲝᲜᲢᲔᲜᲢᲘ ᲓᲐ SEO ᲝᲞᲢᲘᲛᲘᲖᲐᲪᲘᲐ


თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ საუკეთესო დიზაინისა და ტექნიკური გამართულობის მქონე პლატფორმაც კი ვერ მოიტანს შედეგს, თუ მას მომხმარებელი ვერ იპოვის. ამიტომ, ვებსაიტის დამზადება აუცილებლად მოიცავს შინაარსობრივ გამართვასა და საძიებო სისტემებისთვის (SEO) საბაზისო ოპტიმიზაციასაც.

 

ემ ეტაპზე საიტი ივსება სტრუქტურირებული ტექსტებით, ოპტიმიზებული გამოსახულებებითა და სწორი სათაურებით. ტექნიკური SEO-ს ფარგლებში კი მოწმდება გვერდების ჩატვირთვის სისწრაფე, იწერება ე.წ. "მეტა აღწერები" და სუფთავდება კოდი, რათა Google-ის ალგორითმებმა საიტი მარტივად "წაიკითხონ" და ძიების შედეგებში ზედა პოზიციებზე განათავსონ.

 

5. ᲢᲔᲡᲢᲘᲠᲔᲑᲐ, ᲓᲝᲛᲔᲜᲘ ᲓᲐ ᲰᲝᲡᲢᲘᲜᲒᲘ


საბოლოოდ, სანამ ვებსაიტი გაეშვება, ის ხარისხის კონტროლს (QA ტესტირებას) გადის. დეტალურად მოწმდება თითოეული ღილაკი, საკონტაქტო ფორმა, ბმული და გადახდის პროცესი. ამ დროს სწორდება ყველა შესაძლო ტექნიკური ხარვეზი ("ბაგი") და მოწმდება უსაფრთხოების პარამეტრები.

 

სწორედ ამის შემდეგ დგება ფინალური ეტაპი – ვებსაიტის ინტერნეტში განთავსება. ამისათვის ორი მთავარი კომპონენტია საჭირო: დომენი (საიტის მისამართი, მაგალითად, კომპანიისსახელი.ge) და საიმედო ჰოსტინგი.

 

ჰოსტინგი ესაა ვირტუალური სივრცე სერვერზე, სადაც თქვენი ვებსაიტის ყველა ფაილი, კოდი და მონაცემთა ბაზა ინახება. მისი ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად გაიხსნება ვებგვერდი, გაუძლებს თუ არა ერთდროულად შემოსული ვიზიტორების დიდ ნაკადს და რამდენად დაცული იქნება კიბერშეტევებისგან. სწორად შერჩეული ჰოსტინგი საიტის უწყვეტ, 24/7 რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფს, რაც როგორც მომხმარებლის კმაყოფილებისთვის, ისე SEO რეიტინგისთვისაც გადამწყვეტი ფაქტორია. (მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს ბლოგს "რა უნდა იცოდეთ ვებ ჰოსტინგის არჩევისას?")

 

როგორც ხედავთ, ვებსაიტის დამზადება კომპლექსური და საპასუხისმგებლო პროცესია, სადაც თითოეული რგოლი – პირველადი ანალიზიდან სერვერულ უზრუნველყოფამდე – ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. პროფესიონალების მიერ სწორად დაგეგმილი და შესრულებული პროექტი კი ბიზნესისთვის გრძელვადიანი ინვესტიციაა, რომელიც ბრენდის სანდოობასა და გაყიდვებს ყოველდღიურად გაზრდის.

 

ასე რომ, თუ ხარისხიანი ვებსაიტის დამზადება გაქვთ გადაწყვეტილი, ან თქვენი პლატფორმისთვის სწრაფ და უსაფრთხო ჰოსტინგ პროვაიდერს ეძებთ, გაეცანით ჩვენი სააგენტოს სერვისებს, პორტფოლიოს – და მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე 📞 032 2 47 07 70

სხვა ბლოგები