ვებსაიტი 5 დღეში

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

07.07.2025

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

ჩვენი ბლოგიდან უკვე გაიგებდით, თუ როგორი უნდა იყოს სამშენებლო კომპანიის კარგი საიტი, თუმცა ის, რომ სამშენებლო კომპანიის სრულყოფილი ვებსაიტი შეგვიძლია 5 დღეში დაგიმზადოთ – ალბათ სიახლეა. 

 

ეს შეთავაზება, განსაკუთრებით, იმ სამშენებლო კომპანიებს ეხება, რომლებიც ახლა იწყებენ ბაზარზე ოპერირებას. წარმატებული გაყიდვებისთვის კი – ვებსაიტს ალტერნატივა არ აქვს. უძრავი ქონების საიტზე მომხმარებელს პროექტის დეტალურად დათვალიერების და მომავალი ბინის კარგად აღქმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, სწორედ ისე, როგორც ჩვენს მიერ 5 დღეში დამზადებულ ვებსაიტზე. ამასთან ერთად, გამართული ვებგვერდი კომპანიის იმიჯსაც აუმჯობესებს და მყიდველის თვალშიც უფრო სანდოდ აღიქმება.

ვებსაიტის-დამზადება

 

რას გთავაზობთ

 

ჩვენთან დამზადებული საიტი, რეალურად, ციფრული პლატფორმაა, რომელიც შემდეგ უპირატესობებს გთავაზობთ:

 

  • სამშენებლო პროექტის გაციფრულება: მომხმარებელს შეუძლია დეტალურად გაეცნოს პროექტს დიზაინერული რენდერების მეშვეობით, დაათვალიეროს ადგილმდებარეობა, მიმდებარე ინფრასტრუქტურა, სართულებისა და ბინების დაგეგმარება.
     
  • ფინანსური ისნტრუმენტების განთავსება: ჩაშენებული ფინანსური ინსტრუმენტები, როგორიცაა შიდა განვადების და საბანკო იპოთეკური სესხის ონლაინ კალკულატორები, მომხმარებელს ბიუჯეტის დაგეგმვაში და გადახდის პირობების შედარებაში  ეხმარება. ეს მნიშვნელოვნად აჩქარებს ბინის შეძენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას.
     
  • CRM სისტემის ინტეგრაცია: ინტეგრირებული CRM სისტემა კომპანიას საშუალებას აძლევს, სინქრონულად მართოს ბინების გაყიდვები როგორც გაყიდვების ოფისში, ისე ონლაინ – მონაცემები რეალურ დროში, ავტომატურად განახლდება, რაც სრულ კონტროლს უზრუნველყოფს.
     
  • სხვადასხვა მოწყობილობებისთვის ოპტიმიზირება: საიტი სრულად ადაპტირებული და ოპტიმიზებულია მობილური ტელეფონების ბრაუზერებისთვის, რაც უზრუნველყოფს მის სწრაფ და სრულფასოვან მუშაობას ნებისმიერ მოწყობილობაზე. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას, რაც საკმაოდ დიდ აუდიტორიას მოიცავს.
     
  • უსაფრთხოება: თქვენი და თქვენი მომხმარებლების მონაცემები უახლესი სტანდარტებითაა დაცული – SSL სერტიფიკატი, ქუქიების პოლიტიკა და უსაფრთხოების რეგულარული ტესტირება ინფორმაციის სრულად დაცვას  უზრუნველყოფს.
     
  • კომუნიკაციის საშუალებების ინტეგრირება: ვებგვერდზე ინტეგრირებულია კომუნიკაციის ყველა აუცილებელი საშუალება. მომხმარებელს შეუძლია დაგიკავშირდეთ ონლაინ ჩატის, ტელეფონის ან პირდაპირ საიტიდან ონლაინ შეხვედრის დანიშვნის გზით. ასევე ხელმისაწვდომია მესენჯერის, Whatsapp-ის, Telegram-ის და Viber-ის ბმულები.
     
  • Google Analytics: საიტი დაკავშირებულია Google Analytics-თან, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის ქცევის დეტალურ ანალიზს და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას თქვენი ბიზნესის ზრდისთვის.

დღევანდელ, სწრაფად განვითარებად ბაზარზე, დრო ფულია, ხოლო ეფექტური ვებსაიტი – აუცილებლობა.  ჩვენთან, ასეთი სრულფასოვანი ციფრული პლატფორმის შექმნა, სულ რაღაც ხუთ დღეში  შეგიძლიათ. საიტი, რომელიც არა მხოლოდ თქვენს არსებობას დააფიქსირებს, არამედ პოტენციურ მყიდველებს – რეალურ კლიენტებად აქცევს. 

 

ასეთი საიტის დამზადება საშუალებას მოგცემთ, მაქსიმალურად გაამარტივოთ გაყიდვები, შეამციროთ ხარჯები და ფოკუსირება იმაზე მოახდინოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მშენებლობასა და ხარისხზე. ჩენს მიერ დამზადებული საიტი უზრუნველყოფს, რომ თქვენი კომპანია ადვილად ხელმისაწვდომი, სანდო და თანამედროვე იყოს. ნუ დაკარგავთ დროს ხანგრძლივ და რთულ პროცესებში. მიიღეთ უპირატესობა ბაზარზე და დაიწყეთ ბინების გაყიდვა – სწრაფად და ეფექტურად.

 

ასე რომ, თუ სამშენებლო კომპანია გაქვთ და ჯერ ვებსაიტი არ დაგიზამდებიათ, ან უკვე გაქვთ საიტი, მაგრამ არ გაკმაყოფილებთ – ახლავე მოგვწერეთ  ან დაგვიკავშირდით ტელეფონის მეშვეობით 📞 032 2 47 07 70

 

სხვა ბლოგები