ᲕᲔᲑᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲓᲐᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲣᲠᲘ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲘᲡ ᲔᲞᲝᲥᲐᲨᲘ

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

09.07.2026

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

დღეს, როდესაც ტექნოლოგიური პროგრესი სინათლის სიჩქარით მიიწევს, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მისი გავლენა თითქმის ყველა ინდუსტრიამ იგრძნო და გამონაკლისი არც ციფრული სამყაროა. როდესაც საქმე ბიზნესის ონლაინ სივრცეში წარმოდგენას ეხება, მთავარი კითხვა, რომელიც ბევრ მეწარმეს უჩნდება, არის თუ რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს და როგორ ხდება ვებსაიტის დამზადება ამ ახალ ეპოქაში?

 

გაჩნდა ახალი, საკმაოდ პოპულარული მითი – თითქოს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საიტის დამზადება მხოლოდ ერთი კლიკით შეიძლება. ინტერნეტში მრავლად შეხვდებით რეკლამებს, რომლებიც გვპირდებიან, რომ რამდენიმე წამში, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, იდეალურ პლატფორმას მივიღებთ. ეს ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ მაცდური შეთავაზებაა, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. ეს დანაპირები იმ ძველ ილუზიას ჰგავს, რომელზეც ჩვენს ერთ-ერთ ბლოგში უკვე ვისაუბრეთ – თუ გაინტერესებთ, რატომ არის სახიფათო მსგავსი მიდგომა, შეგიძლიათ წაიკითხოოთ "ვებსაიტი 100 ლარად"

 

ხელოვნური ინტელექტი უდავოდ მძლავრი ინსტრუმენტია, მაგრამ (ჯერ-ჯერობით 🤔) ჯადოსნური ჯოხი ნამდვილად არაა, რომელიც პროფესიონალთა გუნდის ცოდნას, გამოცდილებასა და სტრატეგიულ ხედვებს ჩაანაცვლებს.

 

ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲕᲔᲑᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ

 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ე.წ. "ერთი კლიკით დამზადებული" საიტების შემთხვევაში ვაწყდებით, უნიკალურური იდენტობის დაკარგვაა. ხელოვნური ინტელექტი უკვე არსებულ მონაცემებს სწავლობს, მათზე დაყრდნობით, მილიონობით შაბლონს აანალიზებს და რაღაც "საშუალოს" ქმნის. შედეგად, ვიღებთ ისეთ საიტებს, რომლებიც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. ბიზნესისთვის კი ეს მსგავსება ყველაზე დიდი მტერია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი და თქვენი პირდაპირი კონკურენტის ვებსაიტი ვიზუალურად და ფუნქციურად იდენტურია – როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, მაინცდამაინც თქვენ რატომ უნდა აგირჩიოთ?

 

იდენტური ვებსაიტიიდენტური ვებსაიტი

 

სწორედ აქ შემოდის თამაშში პროფესიონალური ვებდიზაინი. ნამდვილი დიზაინერი თქვენი ბრენდის ფილოსოფიას, ფერების ფსიქოლოგიას, ტიპოგრაფიას სწავლობს და უნიკალურ ვიზუალურ ენას ქმნის, რომელიც თქვენს სამიზნე აუდიტორიას პირდაპირ ესაუბრება. პროფესიონალური ვებსაიტის დამზადება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი შაბლონის დაგენერირება. სისტემას სტანდარტული განლაგების შემოთავაზება ან ტექსტის მონახაზის დაწერა შეუძლია, მაგრამ მას თქვენი ბიზნესის სული არ ესმის, არ იცის, ვინ არის თქვენი მომხმარებელი და რა ემოცია უნდა აღუძრას მას საიტზე სტუმრობამ. როდესაც საქმე მომხმარებლის გამოცდილებას (UX) ეხება, ადამიანური ემპათია და ლოგიკა შეუცვლელია.

 

ᲙᲝᲓᲘ ᲓᲐ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ

 

გარდა ვიზუალური მხარისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტექნიკური გამართულობა. ავტომატიზებული გენერატორები ხშირ შემთხვევაში ე.წ. "მძიმე", ზედმეტი ელემენტებით გადატვირთულ და არაოპტიმიზებულ კოდს ქმნიან. ეს კი საიტის ჩატვირთვის სისწრაფეზე პირდაპირ აისახება. არაერთხელ დავწერეთ, რომ თანამედროვე მომხმარებელი საიტის ჩატვირთვას 3 წამზე მეტ ხანს არ ელოდება – თუ თქვენი პლატფორმა ნელია, ისინი უბრალოდ გადიან. გარდა ამისა, სისწრაფესა და ხელმისაწვდომობას, საძიებო სისტემებიც მკაცრად აკონტროლებენ. შესაბამისად, ტექნიკურად გაუმართავი პლატფორმა ძიების შედეგებში ყოველთვის იჩაგრება. ხარისხიანი საიტის დამზადება კი სუფთა, სემანტიკურად სწორი და ოპტიმიზებული კოდის წერას გულისხმობს, რასაც მხოლოდ გამოცდილი დეველოპერები უზრუნველყოფენ.

 

ვებსაიტის უსაფრთხოება კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. შაბლონური პლატფორმები ხშირად ჰაკერებისთვის მარტივი სამიზნე ხდება. როდესაც საუბარია ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვა ან გადახდის სისტემების ინტეგრაცია, ავტომატიზებულ სისტემებზე სრულად მინდობა უბრალოდ გაუმართლებელია.

AI-ს VS დეველოპერის გენერირებული ვებსაიტიAI-ს VS დეველოპერის გენერირებული ვებსაიტი

 

CONNECT-ᲘᲡ ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ

 

რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაშიც შემოვიდა. ის შესანიშნავი დამხმარეა რუტინული პროცესების დასაჩქარებლად, მონაცემთა მასივების გასაანალიზებლად ან კოდის ტესტირების პროცესში, თუმცა, ჩვენ მთლიანად AI სააგენტო ნამდვილად არ ვართ.

 

CONNECT ვებ-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში არაერთი უმსხვილესი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ციფრული ევოლუციის ყველა ეტაპი საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და ზუსტად ვიცით, რა მუშაობს რეალურ ბაზარზე. ჩვენი პროცესი ბიზნესის სპეციფიკის სიღრმისეული შესწავლით, მიზნების განსაზღვრით და სამიზნე აუდიტორიის ანალიზით იწყება. მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება არქიტექტურა, სადაც ყოველი დეტალი კონკრეტულ ამოცანას ემსახურება. მთავარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, კრეატიულ კონცეფციებსა და საბოლოო ხარისხზე პასუხისმგებლობას ყოველთვის ჩვენი გუნდის პროფესიონალები იღებენ.

 

საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ვებ-დეველოპმენტის მნიშვნელობა არ გააუფასურა. პირიქით, მან კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა განსხვავება უსულო შაბლონსა და ნამდვილ, სტრატეგიულად გააზრებულ ციფრულ აქტივს შორის. საიტის დამზადება არ არის ერთჯერადი მოქმედება – ეს არის თქვენი ბიზნესის მომავალში, მის სტაბილურობასა და წარმატებაში ჩადებული ინვესტიცია.

 

ასე რომ, თუ მზად ხართ, თქვენი ბიზნესი ახალ საფეხურზე აიყვანოთ, ჩვენც აქ ვართ 👀 CONNECT-ში სწორედ ისეთ – ხარისხიან, გამართულ და შედეგზე ორიენტირებულ ვებსაიტებს ვამზადებთ, რომელიც თქვენი ციფრული ეკოსისტემის მყარი საძირკველი გახდება. დაათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო, შეაფასეთ განხორციელებული პროექტები და მოდით, ერთად დავიწყოთ თქვენი ციფრული ტრანსფორმაცია.

სხვა ბლოგები