შშმ პირების მოდული

Image alt text

ხელმისაწვდომობის მენიუ შექმნილია იმისთვის, რომ ვებგვერდის გამოყენება, სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებლებისთვის, უფრო მოსახერხებელი გახდეს. მეტი ინფორმაციის გასაგებად, თუ რა ბენეფიტები აქვს ვებ-ხელმისაწვდომობის გაზრდას, გაეცანით ჩვენს ბლოგს: როგორ გავხადოთ ვებ-საიტი შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი?

 

ქვემოთ მოცემულია ხელმისაწვდომობის მენიუს მოკლე აღწერა:

 

  • ტექსტის გადიდება – ზრდის ვებგვერდზე არსებული ტექსტების ზომას და მის უკეთ აღქმას ამარტივებს. 

ეს ფუნქცია მხედველობის დარღვევის (ნაწილობრივ მხედველებს) და დისლექსიის მქონე პირებს ტექსტის უკეთ წაკითხვაში ეხმარება. ასევე იმ ასაკოვან მომხმარებლებს, რომლებსაც, შესაძლოა, წვრილი შრიფტის გარჩევა უჭირდეთ.

 

  • კონტრასტი+ – ცვლის ვებგვერდის ფერების კონტრასტს და მხედველობას აუმჯობესებს.

სასარგებლოა მხედველობის დაქვეითების მქონე პირებისთვის (განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კონტრასტის მიმართ მგრძნობელობა აქვთ), და დალტონიზმის (ფერების აღქმის დარღვევის) მქონე მომხმარებელებისთვის.

 

  • ტექსტის გამუქება –  ვებგვერდზე არსებულ ტექსტებს ამუქებს (Bold), რაც მის სიმკვეთრესა და ვიზუალურ ეფექტს  ზრდის.

ტექსტის გამუქება გამოსადეგია მხედველობა დაქვეითებული და დისლექსიის მქონე პირებისთვის, რადგან გამუქებული ტექსტი, ზოგჯერ, მის აღქმას აადვილებს.

 

  • სურათების დამალვა – ვებგვერდზე განთავსებულ ყველა სურათს მალავს.

იმ უსინათლო პირებს ეხმარება, რომლებიც ეკრანის წამკითხველს იყენებენ. ასევე კოგნიტური და ყურადღების სირთულეების მქონე მომხმხარებლებს (ამცირებს ვიზუალურ გადატვირთვას).

 

  • ტექსტის ინტერვალი – მომხმარებელს, ტექსტის შემადგენელ ელემენტებს შორის, მანძილის გაზრდის საშუალებას აძლევს.

ამ ფუნქციით, დისლექსიის მქონე პირები, ტექსტს უკეთ გაარჩევენ (ასევე სასარგებლოა მხედველობადაქვეითებული მომხმარევლებისთვის).

 

  • ხაზის სიმაღლე – ტექსტის ხაზებს შორის ვერტიკალურ მანძილს ზრდის, რაც კითხვას უფრო კომფორტულს ხდის.

ხაზებს შორის მანძილის გაზრდა,  მხედველობის დაქვეითების და დისლექსიის მქონე მომხმარებლებს, კითხვისას, ხაზების არევის თავიდან აცილებაში ეხმარება.

 

  • კურსორი –  იზრდება მაუსის კურსორი.

გადიდებული კურსორი, მხედველობის დაქვეითების მქონე პირებს, ეკრანზე მის ადვილად პოვნაში ეხმარება.

 

  • საკითხავი ნიღაბი – ეკრანის დიდ ნაწილს აბნელებს და ფოკუსში მხოლოდ ტექსტის გარკვეულ არეალს  აქცევს (მაგალითად, ერთ ან რამდენიმე ხაზს). 

ეს მომხმარებელს კითხვის პროცესში, კონცენტრაციის შენარჩუნებაში  ეხმარება. მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე პირებს, დისლექსიის და ზოგადად კოგნიტური სირთულეების მქონე მომხმარებლებს, რომლებსაც კონცენტრაციის პრობლემა აქვთ.

 

  • კითხვის დამხმხარე – მკაფიო, ფერადი ჰორიზონტალურ ხაზი, რომელიც მომხმარებელს  ფოკუსირებასა და სტრიქონების არევის თავიდან აცილებაში უწყობს ხელს.

დისლექსიის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონდე მომხმარებლებს და მხედველობის დაქვეითების მქონე პირებს, კითხვის დამხმარე, ხაზის თვალყურის დევნებაში ეხმარება.

 

  • მინიშნებები – ააქტიურებს მინიშნებებს ვებგვერდის ინტერაქტიული ელემენტების ფუნქციის ასახსნელად. 

მინიშნებები გამოსადეგია კოგნიტური სირთულეების მქონე პირებისთვის. ასევე დამწყები ან ნაკლებად გამოცდილი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის.

 

  • გაჯერება – არეგულირებს ფერების ინტენსივობას და სიკაშკაშეს.

ფერების გაბაცების ან მთლიანად გაუფერულების ფუნქცია, რაც ვიზუალური სტიმულების შემცირებას უწყობს ხელს. მათთვის, ვისაც გარკვეული ვიზუალური მგრძნობელობა ან ფერების მიმართ მაღალი სენსიტიურობა აქვს.

 

  • ლექსიკონი – ვებგვერდზე არსებული სიტყვების მონიშვნისას, მომენტალურად, მათ განმარტებას აჩენს. 

ეს ფუნქცია ეხმარება კოგნიტური ან სწავლის სირთულეების მქონე მომხმარებლებს (მაგ. დისლექსიის შემთვევაში), ასევე მათ, ვინც არამშობლიურ ენაზე კითხულობს ან ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც მისთვის უცნობ ლექსიკას აწყდება და შინაარსის სრულყოფილად გააზრება სურს. ლექსიკონი ამცირებს გაუგებრობას და აუმჯობესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 

  • დისლექსია – ვებგვერდის ფონტები, დისლექსიის მქონე მომხმარებლებისთვის, ადაპტირებული, ადვილად წასაკითხი ფონტით იცვლება. 

ვებგევრდის ფონტები იცვლება, რაც დისლექსიის მქონე მომხმარებლებს, ტექსტის კითხვას უადვილებს. სპეციალურად ადაპტირებული ფონტი უკეთ იკითხება და პროცესი ნაკლებად დამღლელი ხდება. 

 

  • ეკრანის წამკითხველი – ხმამაღლა  კითხულობს ვებგვერდის ტექსტურ შინაარსს (მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს კაცის ან ქალის ხმა).

ეკრანის წამკითხველი სასარგებლოა უსინათლო და მხედველობის სერიოზული დაქვეითების მქონე მომხმარებლებისთვის, ასევე დისლექსიის მქონე პირებისთვის, რომლებსაც, ინფორმაციის  აუდიოს სახით მიწოდება, მის უკეთ აღქმაში ეხმარება.  ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებსაც კითხვის უნართან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.