როგორ გავხადოთ ვებ-საიტი შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი?

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

12.03.2025

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

მსოფლიოში 1.3 მილიარდზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი ცხოვრობს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ყოველი მე-6 ჩვენგანი, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფიზიკური  ან ფსიქიკური ნაკლის გამო, გარკვეულ ბარიერებს აწყდება. 

ინტერნეტ სივრცეში აღნიშნული ბარიერების დასაძლევად და ვებ საიტების ადაპტირებისთვის  1999 წელს გლობალური ვებ მისაწვდომობის სტანდარტები (WCAG) შემუშავდა. 

 

რა არის ადაპტირებული ვებსაიტი?

 

ვებსაიტის ადაპტირება მისი ყველსათვის ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ადაპტირებული ვებსაიტი არამხოლოდ კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, არამედ ესაა შესაძლებლობა 一 უფრო ფართო აუდიტორიას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მიწვდეს და ყველა პროდუქტითა და სერვისით კომფორტულად სარგებლობა შესთავაზოს. ეს კი თავისმხრივ მომხმხარებელთა რაოდენობის და კომპანიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ზრდას ნიშნავს.

 

WCAG - ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო

 

Web Content Accessibility Guidelines სტანდარტთან შესაბამისობა უზრუნველყოფს, რომ ვებსაიტის შინაარსი ყველა მომხმხარებლისთვის მარტივად გამოყენებადი და ხელმისაწვდომი იყოს, განსაკუთრებით შშმ პირებისთვის. ეს მოიცავს შრიფტის ცვლადი ზომის (მაგ. მცირემხედველი პირებისთვის), კონტრასტული ფერების უზრუნველყოფას (მაგ. ფერადი მხედველობის არ ქონა), ალტერნატიულ ტექსტებს (მაგ. სურათებისთვის), დაკლიკვას, და ა.შ. ის ასევე ადგენს სტანდარტს, თუ რომელი მოწყობილობების გამოყენება შეუძლიათ შშმ პირებს ციფრულ შინაარსზე წვდომისათვის, მათ შორისაა ეკრანის წამკითხველები და პროგრამული უზრუნველყოფა ხმამაღლა წაკითხვისთვის ან შინაარსის ბრაილში თარგმნისთვის.

WCAG (Web Content Accessibility Guidelines) სტანდარტები ვებსაიტების და ციფრული შიგთავსის ხელმისაწვდომობის წესებს ადგენს, რათა მათი გამოყენება ყველამ შეძლოს. ეს სტანდარტები სამ დონედ იყოფა: A, AA და AAA.
 

  • A დონე (მინიმალური ხელმისაწვდომობა): ეს WCAG სტანდარტის პირველი საფეხურია და მოიცავს მინიმალურ მოთხოვნილებებს, რომელსაც ადაპტირებული ვებსაიტი უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად: იმისთვის რომ ეკრანის წამკითხველმა პროგრამამ გამოსახულების გახმოვანება შეძლოს, სურათებს ალტერნატიული ტექსტი უნდა ჰქონდეს. 
  • AA დონე (შუა დონე, ყველაზე გავრცელებული სტანდარტი): AA  ითვალისწინებს როგორც მინიმალური, ასევე დამატებითი მოთხოვნების შესრულებას. მაგალითად: შესაძლებელი იყოს ფონტის ცვლილება, ტექსტს და ფონს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი ფერების სხვადასხვა კონტრასტი, ვებგვერდი სრულად უნდა იყოს მორგებული კლავიატურით მართვაზე და ა.შ.
  • AAA დონე (მაღალი დონე): ეს არის ყველაზე მკაცრი და დეტალური სტანდარტი, რომელიც ვებსაიტს მაქსიმალურად ინკლუზიურს ხდის. ტექსტების გახმოვანებისას უნდა გამოყენებული იყოს სპეციალური სინთეზატორი, სუბტიტრები და ჟესტების ენა ყველა ვიდეოზე, გაფართოებული კონტრასტი ტექსტსა და ფონს შორის და ა.შ.
     

ქვეყნების უმრავლესობაში, სწორედ WCAG სტანდარტის მიხედვით ვებ-საიტების ადაპტირება სამართლებრივ დონეზეა დარეგულირებული.
 

 

შშმ-ხელმისაწვდომობა

რას მოიცავს ვებ მისაწვდომობა?

 

ვებ მისაწვდომობის გაზრდისთვის აუცილებელია ვებსაიტის ადაპტირება, რაც თავისმხრივ  რამდენიმე ასპექტს მოიცავს. ადაპტირებული ვებსაიტი, უსინათლო  და მცირემხედველ პირებს, ინფორმაციის წაკითხვის, მოსმენის და საიტზე ორიენტირების შესაძლებლობას აძლევს. ყველა ტექსტი თუ ვიზუალური მასალა წაკითხვადი, კონტენტი კი ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. ადაპტირებულ ვებსაიტს დამატებული აქვს როგორც კონტრასტის ცვლილების, შრიფტის გადიდებისა და დაპატარავების, ასევე ტექსტის გახმოვანების (ეკრანის წამკითხველი) ფუნქცია. 

 

ადაპტირებული საიტის ფუნქციონალი

 

  • კონტრასტის ცვლილება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს საიტის  ფონის და ტექსტის კონტრასტი შეცვალოს. კონტრასტული ფერები კი  მნიშვნელოვნად ამარტივებს კითხვის პროცესს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვს, ასევე მათთვისსაც, ვინც არასტანდარტულად განათებულ გარემოში იმყოფება. 
  • ტექსტის გადიდება და დაპატარავება, ესაა ფუნქცია რომელიც მომხმხარებელს საიტზე შრიფტის ზომის ცვლილებას სთავაზობს. მას თავად შეუძლია გაადიდოს ან შეამციროს ტექსტის ზომა და ამით მისი წაკითხვა გაამარტივოს. 
  • ეკრანის წამკითხველი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ ვებსაიტზე არსებული ტექსტი და გამოსახულებების შესახებ ინფორმაცია მოისმინოს. ეს ვებსაიტის ადაპტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. 
     

აღნიშნული ფუნქციები მხოლოდ ტექნიკური დეტალი არ არის — ადაპტირებული ვებსაიტის დამზადება ბიზნესს კონკურენტულ უპირატესობასაც ანიჭებს. კომპანიები, რომლებიც ინკლუზიურ, ციფრულ გამოცდილებას, ქმნიან, მეტ მომხმხარებელს იზიდავენ და პოზიტიურ იმიჯს იმყარებენ.

 

ვის ეხება ვებ მისაწვდომობა?

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინტერნეტ მომხმარებლები განსხვავებული და მრავალფეროვანი ჯგუფია. აღნიშნულის გამო, მისაწვდომობის საკითხების უმრავლესობა შეიძლება ოთხ მთავარ კატეგორიად დაიყოს: 
 

  • მხედველობის სირთულე გავლენას ახდენს მხედველობის შეზღუდვის მქონე, მხედველობის არ მქონე და ფერადი მხედველობის არმქონე მომხმარებლებზე. ეკრანის წამკითხველთა თავსებადობა, ფერის კონტრასტი, მასშტაბირებადი შინაარსი, აუდიო აღწერილობა და სურათებისა და ვიდეოების ალტერნატიული ტექსტი ამ კატეგორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
  • მოტორული უნარების დარღვევა გავლენას ახდენს იმ მომხმარებლებზე, რომელთაც მოძრაობის სხვადასხვა ფორმის შეზღუდვა გააჩნიათ.
  • სმენის სირთულეები გავლენას ახდენს სმენის არმქონე/ყრუ ან სმენის სირთულეების მქონე მომხმარებლებზე. სუბტიტრები და აუდიო და ვიდეო შინაარსის ტრანსკრიფცია ამ კატეგორიაში გასათვალისწინებელი ძირითადი ელემენტებია.
  • კოგნიტური დარღვევა გავლენას ახდენს იმ მომხმარებლებზე, რომელთაც მეხსიერებასთან, ყურადღებასთან ან ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნართან დაკავშირებული დარღვევები გააჩნიათ.

     
მომხმარებელზე-მორგებული-დიზაინი

ვებ ხელმისაწვდომობა საქართველოში

 

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა (ICT) და დამხმარე ტექნოლოგიებზე წვდომისას, დღემდე, მრავალ გამოწვევას აწყდებიან. საკანონმდებლო დონეზე ჯერ-ჯერობით არაა მოწესრიგებული სამართლებრივი და მარეგულირებელი კომპონენტები, მიუხედავად ევროკავშირის მიდგომისა (2016/2102 დირექტივა), წევრ სახელმწიფოებში, ყველა საჯარო და არასაჯარო ორგანიზაციის ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები, ხელმისაწვდომობის WCAG AA სტანდარტს შეესაბამებოდეს.

 

მიუხედავად ამისა, დღეს ქართულ ინტერნეტსივრცეში ყოველდღიურად მატულობს იმ კომპანიების და ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ  და ციფრული ხელმისაწვდომობის მიმართულებით ადაპტირებას ახდენენ.

 

ჩვენს მიერ ბოლოს ადაპტირებული საიტებია: mediatsigniereba.gecomcom.ge და cesko.ge, რომლებიც სრულად შეესაბამება WCAG AA სტანდარტებს.

 

თუ თქვენც გსურთ შშმ პირებზე მორგებული ვებ-საიტის დამზადება ანდაც არსებული საიტის ადაპტირება – მოგვწერეთ  ან დაგვირეკეთ  📞 032 47 07 70

სხვა ბლოგები