წარმატებული ბიზნესისთვის კარგი ვებსაიტი აუცილებელია. ის კომპანიის სავიზიტო ბარათი, კომპანიის ციფრული ვერსიაა და ამავდროულად, მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის, უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს. კარგი საიტი გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით, გამართული ფუნქციონალითა და მოსახერხებელი, ადვილად სამართავი სისტემით.
ახალი ვებსაიტი ბევრ მომხმარებელს მოიზიდავს, თუმცა საიტის მიზანი მხოლოდ ახალი მომხმხარებელების მოზიდვა არაა. საიტმა ეფექტური შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს და პოტენციური მყიდველის მაქსიმალურად დაინტერესება შეძლოს. კარგი საიტი კომპანიის მიმართ ნდობას და მომხმარებლის WTP-ს (Willingness to Pay) გაზრდას უნდა იწვევდეს – ანუ თანხის იმ ზღვარის, რამდენის გადახდასაც ის პროდუქტში ან მომსახურებაში აპირებდა. ეს კი ნიშნავს, რომ ვიზუალურად გამართული, ფუნქციური და მოსახერხებელი საიტის დამზადებას, პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია იმაზე, თუ რამდენად ღირებულად ჩათვლის პოტენციური მყიდველი თქვენს პროდუქტს.