ამ კითხვაზე პასუხი (თითქმის სრულად) თქვენს ციფრულ ინფრასტრუქტურას, სწორ პოზიციონირებასა და მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხს უკავშირდება.
ციფრულ სამყაროში კონკურენცია უზარმაზარია, დღევანდელ მომხმარებელს კი ულიმიტო არჩევანი და ნულოვანი მოთმინება აქვს. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა, რომელსაც დღეს ბიზნესები აწყდებიან, მათი ციფრული სივრცის მოუწესრიგებლობაა. ამ რეალობაში პროფესიონალური ვებსაიტის დამზადება კომპანიის შესახებ რაღაც მწირი ინფორმაციის ინტერნეტში ატვირთვა აღარაა. ვებსაიტი თქვენი ბიზნესის მთავარი გაყიდვების მენეჯერია, რომელიც 24 საათი მუშაობს. თუ ეს მენეჯერი თავის საქმეს ვერ აკეთებს, გაყიდვებიც არ გექნებათ.
ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც მომხმარებელი თქვენს პლატფორმაზე ხვდება, მას მაქსიმუმ სამი წამი სჭირდება იმის გადასაწყვეტად, დარჩეს თუ არა საიტზე. ძალიან ბევრი კომპანია კი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: საიტზე მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობენ და მთავარი გმირი – კლიენტი ავიწყდებათ. მომხმარებელს არ აინტერესებს თქვენი კომპანიის დაარსების გრძელი ისტორია, სანამ იმაში არ დარწმუნდება, რომ თქვენ მისი კონკრეტული პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ. საიტზე ნავიგაცია იმდენად ინტუიციური უნდა იყოს, რომ ადამიანს იმაზე ფიქრი არ უწევდეს, თუ სად იპოვოს (მაგალითად) საკონტაქტო ფორმა. ყოველი დამატებითი კლიკი, რომელიც პროცესს ართულებს, დაკარგული კლიენტია.
იდეალური ვებსაიტის ქონა მხოლოდ ნახევარი საქმეა. სწორი კომუნიკაციის გარეშე ყველაზე დახვეწილი ციფრული პლატფორმაც კი სრულიად უხილავია. და აქ სცენაზე ციფრული მარკეტინგი შემოდის, რომელიც ნებისმიერი თანამედროვე ბიზნესის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი მეწარმე ციფრულ მარკეტინგს უბრალოდ სოციალურ ქსელებში რეკლამების განთავსებას ეძახის. რეალურად კი, კლიენტების არარსებობის მთავარი მიზეზი არასწორად განსაზღვრული მიზნობრივი აუდიტორიაა.
როდესაც ცდილობთ, რომ თქვენი პროდუქტი ყველას მიჰყიდოთ, მას არავინ იყიდის. მესიჯი, რომელიც ფართო მასებზეა მიმართული, ზედმეტად ზოგადია და საბოლოოდ ბუნდოვანი ხდება.
წარმატებული სტრატეგია იმის ზუსტ ცოდნას მოითხოვს, თუ ვინ არის თქვენი იდეალური მყიდველი და რა ენაზე საუბრობს. ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲔᲚᲡ ᲖᲣᲡᲢᲐᲓ ᲘᲥ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲮᲕᲓᲔᲗ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲡ ᲔᲫᲔᲑᲡ.
თუ ადამიანი მისთვის სასურველ სერვისს ეძებს და თქვენი კომპანია არსად ჩანს, მას თქვენი კონკურენტი წაიყვანს და ეს აუცილებლად მოხდება.
ციფრული მარკეტინგი და ვებსაიტი ორი დამოუკიდებელი ელემენტი არ არის – ისინი ერთი მექანიზმის ნაწილებია. ციფრული მარკეტინგი ესაა ძრავა, რომელიც პოტენციურ კლიენტებს თქვენს ვებგვერდზე მოიყვანს, ხოლო ვებსაიტი არის ის სივრცე, სადაც ეს ინტერესი რეალურ ტრანზაქციად უნდა გარდაიქმნას.
თუ სარეკლამო კამპანია მომხმარებელს ერთ მოლოდინს უჩენს, საიტზე გადმოსვლისას კი ის სრულიად განსხვავებულ სურათს ხვდება, აქ კომუნიკაცია წყდება.
ეს წყვეტა კი ყველაზე ხშირად მაშინ ჩნდება, როცა ბიზნესი მხოლოდ საკუთარი პროდუქტის გაყიდვაზე ფიქრობს და მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს ივიწყებს. სწორედ ამ ფუნდამენტურ შეცდომაზე საუბრობს თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, 20-ზე მეტი ბესტსელერის ავტორი, სეთ გოდინი: "ნუ ეძებთ კლიენტებს თქვენი პროდუქტებისთვის, შექმენით პროდუქტები თქვენი კლიენტებისთვის."